საქართველოს ნაკრების ჰავბექი ვასილ ლობჟანიძე “ბრივის” გულშემატკივრებმა სექტემბრის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს.
ევროპის ერთ-ერთი წამყვანი საფინანსო კომპანიის “სოსიეტე ჟენერალის” ინიციატივით, “ბრივის” ოფიციალურ ვებგვერდზე ტარდება ყოველთვიური გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობას გულშემატკივრები იღებენ და კლუბის თვის საუკეთესო მოთამაშეს ასახელებენ.
ზემოხსენებულ გამოკითხვაში, 21 წლის ქართველმა მორაგბემ სამ გუნდელს აჯობა: მესამეხაზელებს ეტიენ ჰერჟენს და პოუტასი ლუაფუტუს და კვაჭ მაიკ ტადჯერს.
ცნობისთვის, ლობჟანიძემ გასულ თვეში “ბრივის” კვართი 4-ჯერ მოირგო და 1 ლელო გაიტანა. საქართველოს ნაკრების 9 ნომერი ძირითად შემადგენლობაში ერთ მატჩში იყო, ხოლო სამ შემთხვევაში თამაშში მარქაფადან ჩაერთო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებას გისურვებ ვასკა ! ! !
ამ ასაკში ისიც მიღწევაა ამ დონის გუნდში თამაში, საკმაოდ აქვს პრაქტიკაც და დროის თემაა ნელ-ნელა ძირითადშიც ჩაჯდება...
ცირკებია რაა თვის საუკეთესო მოთამაშეს ძირითადში არ ათამაშებენ ის ჩემანალები @ უნდა წამოვიდეს საწსრაფოდ მაგ გუნდიდან !
ქართული ხმები(იიიიიიი)
მაგარია ძალიან, ვასკა დარწმინებული ვარ უფრო მეტსაც ითამაშებდა ძირითადში რომ არა ის ფაქტორი რომ ძირითადის 9 ნომერ მარკესს დამრტყმელის ფუნქციაც აქვს შეთავსებული და ფაქტიურად შეუცვლელი ფიგურაა, არადა ვასოსნაირ ტალანტს ასეთი ცოტა დრო არ წაადგება იმედია რამეს მოიფიქრებს მწვრთნელი, მით უფრო ამ გამოკითხვის შემდეგ.
+1
ყოჩაღ ვასკა, მიდი მიაწექიიიი