ახალზელანდიელი ვარსკვლავი ჯულიან სავეა “ბარბაროსების” რიგებში გამოიძახეს და 4 ნოემბერს ლონდონში, “თვიქნემ სთედიუმზე” საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ითამაშებს.
27 წლის გარემარბი ახალი ზელანდიის ნაკრებში 2012 წლიდან თამაშობს და დიდი ხნის განმალობაში გამორჩეული მოთამაშე იყო (54 მატჩი, 46 ლელო), თუმცა ბოლო პერიოდში სტივ ჰანსენი აღარ სწყალობს და მის ნაცვლად რიეკო იოანის იძახებს. სავეას გარეშე ჩაიარა 2017 წლის რაგბი ჩემპიონშიპმა, ხოლო რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ “შავების” ევროპული ტურის მიღმა აღმოჩნდა.
“ოლ ბლექსთან” მატჩის გარდა, “ბარბაროსები” კიდევ ორ შეხვედრას გამართავენ: 28 ოქტომბერს სიდნეიში ავსტრალიის ნაკრებს ესტუმრებიან, ხოლო 10 ნოემბერს ლიმერიკში (ირლანდია) ტონგას ეთამაშებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რაღაც არაა საქმე ისე რომ უნდა იყოს სავეა უძლიერესი მორაგბეა და ბოლოს როდის ვნახე პლ ბლექსში აღარ მახსოვს
არადა ნაკრებში გამოჩენის დღიდან ყველაზე უფრო თვლშისაცემი მორაბე იყოო
ბოლო დროს მშვენიერ ფორმაშია თან. საკმაოდ გამოუცდელი მოთამაშეები წაიყვანეს და გაუჭირდებათ მე მგონი. თან თითქოს ლამაზ თამაშს გადაყვნენ ამ ბოლო დროს