საერთაშორისო

1:30 | 25.10.2017 | ნანახია 2553 - ჯერ

უელსის შემადგენლობა ცნობილია

უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეტლანდმა შემოდგომის ტესტებისთვის 36 მოთამაშეს უხმო.

54 წლის სპეციალისტმა 20 მორკინალი და 16 უკანახაზელი გამოიძახა. “დრაკონების” რიგებში ხუთი დებიუტანტია, ხოლო ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების 2017 წლის გუნდიდან ცხრა მორაგბე ითამაშებს: კენ ოუენსი, ალან ვინ ჯონსი, ჯასტინ ტიპურიკი, ტაულუპე ფალეტაუ, რის ვები, დენ ბიგარი, ჯონათან დევისი, ლი ჰალფპენი და ლიამ უილიამსი.

რაც შეეხება ტრავმირებულებს, უელსელებს ამ მიზეზით ჯორჯ ნორთი, სემ უორბარტონი, ელის ჯენკინსი, გეთინ ჯენკინსი, გარეთ ენსკომბი, სკოტ ბალდუინი და როს მორიარტი ვერ დაეხმარებიან.

შერკინება: რობ ევანსი (“სკარლეტსი”, 17 კეპი), ვინ ჯონსი (“სკარლეტსი”, 2), ნიკი სმიტი (“ოსპრეიზი”, 14), ლეონ ბრაუნი (“დრაგონსი”, 0), ტომას ფრანცისი (“ექსეტერ ჩიფსი”, ინგლისი, 23), სამსონ ლი (“სკარლეტსი”, 34), კრისტიან დესი (“კარდიფ ბლუზი”, 4), ელიოტ დი (“დრაგონსი”, 0), კენ ოუენსი (“სკარლეტსი”, 50), ჯეკ ბელი (“სკარლეტსი”, 26), ადამ ბეარდი (“ოსპრეიზი”, 1), სებ დევისი (“კარდიფ ბლუზი”, 2), კორი ჰილი (“დრაგონსი”, 6), ალან ვინ ჯონსი (“ოსპრეიზი”, კაპიტანი, 110), სემ კროსი (“ოსპრეიზი”, 0), ტაულუპე ფალეტაუ (“ბათი”, ინგლისი, 66), დენ ლიდიეტი (“ოსპრეიზი”, 60), ჯოშ ნავიდი (“კარდიფ ბლუზი”, 3), აარონ შინგლერი (“სკარლეტსი”, 10), ჯასტინ ტიპურიკი (“ოსპრეიზი”, 51);

უკანა ხაზი: ალედ დევისი (“სკარლეტსი”, 2), გარეტ დევისი (“სკარლეტსი”, 25), რის ვები (“ოსპრეიზი”, 28), დენ ბიგარი (“ოსპრეიზი”, 56), რის პატჩელი (“სკარლეტსი”, 4), რის პრისტლენდი (“ბათი”, ინგლისი, 48), ოუენ უილიამსი (“გლოსტერი”, ინგლისი, 1), ჯონათან დევისი (“სკარლეტსი”, 64), ტაილერ მორგანი (“დრაგონსი”, 4), ჰადლი პარკსი (“სკარლეტსი”, 0), ოუენ უატკინი (“ოსპრეიზი”, 0), ჰალემ ამოსი (“დრაგონსი”, 11), ალექს კატბერტი (“კარდიფ ბლუზი”, 46), სტეფან ევანსი (“სკარლეტსი”, 2), ლი ჰალფპენი (“სკარლეტსი”, 71), ლიამ უილიამსი (“სარასენსი”, ინგლისი, 43).

როგორც იცით, უელსის ნაკრები 18 ნოემბერს “ფრინსიფალითი სთედიუმზე” საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს. “ბორჯღალოსნებთან” შეხვედრის გარდა, “დრაკონები” კიდევ სამ საშინაო ტესტს გამართავენ: 11 ნოემბერს ავსტრალიას მიიღებენ, 25-ში ახალზელანდიას უმასპინძლებენ, ხოლო 2 დეკემბერს სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაუხვდებიან.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:08 | 25.10.2017
ilarioni (138)

მე პირადად, ირლანდიის და შოტლანდიის წინააღმდეგ განვლილ ტესტებზე, განსაკუთრებით შოტლანდიის წინააღმდეგ მართლაც რომ მეტი შეიძლებოდა, ვინაიდან ისეთი ბავშვური შეცდომები დავუშვით, რომ აშკარად კონცენტრაციის პრობლემა იყო. ჩემი აზრით ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაშს უფრო მეტი სერიოზულობით უნდა მივუდგეთ, თუ გვინდა რომ ანგარიშიც უკეთესი დაფიქსირდეს და ერთხელაც იკადრონ და თბილისშიც გვეწვიონ.

08:52 | 25.10.2017
გუგა80 (177)

ჩემი აზრით მორიგი იმედგაცრუება გველის და გავნადგურდებით +30 ქულით.

12:10 | 25.10.2017
GiorgiG83 (525)

ზელანდია, აფრიკა, ავსტრალია, არგენტინა, ინგლისი, ირლანდია, საფრანგეთი, უელსი, შოტლანდია: აქ 30 ქულა (25-35) რატომ არის იმედგაცრუება?

09:12 | 25.10.2017
geogoli (367)

კაცურად სულ რამდენი იმედგაცრუება გახსენდება გახსენდება?

0.079763