საფრანგეთის ნაკრების და “კლერმონის” მგეზავმა კამილ ლოპესმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა.
28 წლის მგეზავმა ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, “ნორთჰემპტონთან” მოგებული (24:7) საშინაო შეხვედრის 23-ე წუთზე კოჭი მოიტეხა და უმალ უახლოეს სავაადმყოფოში იქნა გადაყვანილი. როგორც ირკვევა, კამილი მინიმუმ ხუთი თვე ვერ ითამაშებს.
ამრიგად, ლოპესი მოახლოებულ სანაკრებო ტესტებს და 2018 წლის 6 ერის გათამაშებას გამოტოვებს.
ცნობისთვის, კამილ ლოპესი “კლერმონის” ღირსებას 2014 წლიდან იცავს და 80 მატჩში 490 ქულა აქვს გატანილი, ხოლო საფრანგეთის ნაკრების რიგებში 16 კეპი მოიხვეჭა და 139 ქულა მოიპოვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მალე გამოჯანმრთელებული და ისევ ძველებურ ჯანზე მენახე კამი, ლომო!
მალე გამოჯამრთლდი კამილ