ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა ნოემბრის ტესტებისთვის 37 მოთამაშეს უხმო.
58 წლის სპეციალისტის გადაწყვეტილებით, უახლოეს მატჩებში ოთხი დებიუტანტი მიიღებს მონაწილეობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, “ველინგტონის” ახალგაზრდა კვაჭის ასაფო აუმუას გამოძახება, რომელმაც რამდენიმე თვის წინ თბილისში და ქუთაისში მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ითამაშა და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.
აუმუას გარდა, “ოლ ბლექსის” მაისურს პირველად მოირგებენ: ბურჯი ტიმ პერი, შუამარბი ჯეკ გუდჰუ და ფულბექი მეტ დაფი.
რაც შეეხება დანაკლისს, ტრავმირებულნი არიან ჯორდი ბარეტი, ნეჰე მილნერ-სკადერი და ოუენ ფრენკსი, ხოლო ბროდი რეტალიკს ოჯახური პრობლემები აქვს.
“ოლ ბლექსის” 37-კაციანი შემადგენლობა ასე გამოიყურება:
შერკინება
ბურჯები: უაიტ კროკეტი (68 კეპი), ტიმ პერი (0), კეინ ჰემესი (6), ნეპო ლაულალა (10), ჯეფრი ტულაგა-ალენი (1), ოფა ტუ’უნგაფასი (11);
კვაჭები: დენ კოულსი (55), კოდი ტეილორი (25), ნათან ჰარისი (9), ასაფო აუმუა (0);
მეორე ხაზი: სკოტ ბარეტი (14), ლუკ რომანო (29), სამუელ უაითლოკი (93), პატრიკ ტუიპულოტუ (15);
მესამე ხაზი: სემ კეინი (50), ვაეა ფიფიტა (3), ჯერომ კაინო (74), კირან რიდი (107), არდი სავეა (21), ლიამ სქუეარი (12), მეტ ტოდი (10);
უკანა ხაზი
ჰავბექები: ტავერა ქერ-ბარლოუ (24), ტიჯეი პერენარა (39), აარონ სმიტი (68);
მგეზავები: ბიოდენ ბარეტი (59), ლიმა სოპოაგა (13);
შუამარბები: რაიან კროტი (32), ჯეკ გუდჰუ (0), ნგანი ლაუმაპე (4), ენტონ ლინერტ-ბრაუნი (4), სონი ბილ უილიამსი (43);
გარემარბები: სეფა ტამანივალუ (3), ვაისაკე ნაჰოლო (15), რიეკო იოანი (10), დევიდ ჰავილი (3);
ფულბექები: დამიან მაკკენზი (9), მეტ დაფი (0).
ცნობისთვის, ახალი ზელანდიის ნაკრები ნოემბრის ტესტებზე ევროპაში ითამაშებს. “შავები” 4 ნოემბერს ლონდონში “თვიქნემ სთედიუმზე” “ბარბაროსებს” დაუპირისპირდებიან, 11-ში “სტად დე ფრანსზე” საფრანგეთის ნაკრებს ესტუმრებიან, 18-ში “მერიფილდზე” შოტლანდიას შეხვდებიან, ხოლო 25-ში “მილინეუმ სთედიუმზე” უელსს შეერკინებიან და ამით 2017 წლის სათამაშო კალენდარს დაასრულებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გამეხარდა "ქართული" ვარსკვლავის დიდი გუნდში გამოძახება. ველინგტონის თამაშის კადრებიდან ჩანს რო ასაფო დიდებთანაც კარგად თამაშობს და გულშემატკივრები მას დენ კოულს ადარებენ.
ზელანდიას რაც შეეხება მგონია რომ ერთ თამაშს წააგებს ევროპაში
ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ევროპელებს მომატებული აქვთ და მეც მგონია რო ერთ შეხვედრას წააგებს შავებიი, ნუ უფრო სურვილი მაქვს შეიძლება ითქვას
ინგლისს ეთამაშებოდა ეგონა და უფრო ინგლისის იმედი მქონდაა