ნოემბრის ტესტებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ბორჯღალოსნები წლის დამაგვირგვინებელ ტესტ-სერიას 11 ნოემბერს (18:00 სთ) კანადის წინააღმდეგ, დინამო არენაზე დაიწყებენ. ერთ კვირაში, 18 ნოემბერს, ჩვენი ნაკრები კარდიფში უელსს დაუპირისპირდება (18:30 სთ.), ხოლო 2017 წლის სანაკრებო სეზონს ბორჯღალოსნები 25 ნოემბერს აშშ-ს წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე დაასრულებენ (18 სთ). ნომებრის ორი საშინაო ტესტის ბილეთების გაყიდვა მომდევნო კვირაში დაიწყება.
ფრანგული შეკრება
ვიდრე ბორჯღალოსნები შევარდენის სანაკრებო ბაზაზე მზადებას შეუდგებიან, ისინი სამი დღით საფრანგეთში, ტოპ 14-ის ‘მონპელიეს’ ბაზაზე, წინა სანოემბრე შეკრებას გაივლიან, რისთვისაც მილტონ ჰეიგმა 34 მორაგბე შეარჩია.
აღნიშნული შეკრება მსოფლიო რაგბის მე-9 დებულის შესაბამისად იმართება, რომლის დროსაც, სანაკრებო ფანჯრის გახსნამდე, ნაკრებები სამი დღით კლუბებიდან მორაგბეებს იძახებენ. მსაგავსი შეკრება ბორჯღალოსნებს არა ერთხელ გაუვლიათ ტულუზაში, ხოლო როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, წლევანდელი შეკრება მონპელიეში გაიმართება. საქართველოს ნაკრები საფრანგეთში 29 ოქტომბერს გაემგზავრება, სადაც 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე გაჩერდებიან.
ამის შემდეგ მოთამაშეები თავ-თავიანთ გუნდებში დაბრუნდებიან, 6 ნოემბრიდან კი თბილისში, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე მოიყრიან თავს და უკვე შინ შეუდგებიან ნოემბრის ტესტებისთვის მზადებას, რა დროსაც ცნობილი გახდება ბორჯღალოსნების საბოლოო, 31 კაციანი სანოემბრე რაზმი.
ორი ახალბედა
ჰეიგმა საფრანგეთისთვის ორ უმცროს ბორჯღალოსანს - რაგბის კლუბ ‘არმაზის’ შუამარბ გიორგი კვესელაძეს და ‘აიას’ ფულბეკ მირიან მოდებაძეს უხმო, რომლებმაც წელს საქართველოში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების რიგებში კარგად გამოიჩინეს თავი.
წინასწარი რაზმი 2017 წლის შემოდგომის ტესტებისთვის
1989-2017 203 ტესტი | 250 ბორჯღალოსანი | სრულად
No | სახელი და გვარი | კლუბი | დაბ | ბრჯ | მონაგარი |
უკანა ხაზი [ბექები] | |||||
15 | მერაბ კვირიკაშვილი | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1983 | 106 | 16ლ 147გ 150ჯ 3ა [833 ქ] 5სბ |
15 | ბექა წიკლაური | ლოკომოტივი [საქ დ 10] | 1989 | 27 | 4ლ 11გ 15ჯ 2ა [93 ქ] |
15 | მირიან მოდებაძე | ქუთაისის აია [საქ დ 10] | 1997 | 0 | : |
გ | სანდრო თოდუა | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1987 | 67 | 7ლ 2სბ |
გ | სოსო მათიაშვილი | აკადემია [საქ დ 10] | 1993 | 3 | 2ლ 2გ [14 ქ] |
გ | გიორგი კვესელაძე | მარნეულის არმაზი [საქ დ 10] | 1997 | 0 | : |
შ | დავით კაჭარავა | ენისეი [რუს სუპერ] | 1985 | 102 | 22ლ [4 კაპ] 2სბ |
შ | მერაბ შარიქაძე | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1993 | 54 | 10ლ [7 კაპ] |
შ | გიორგი კოშაძე | რუსთავის ხარები [საქ დ 10] | 1996 | 6 | 4ლ |
10 | ლაშა მალაღურაძე | კრასნი იარ [რუს სუპერ] | 1986 | 78 | 4ლ 40გ 25ჯ 3ა [184 ქ] 2სბ |
10 | ლაშა ხმალაძე | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1988 | 56 | 7ლ 4გ [43 ქ] |
10 | რევაზ ჯინჭველაშვილი | მარნეულის არმაზი [საქ დ 10] | 1995 | 3 | : |
9 | გიორგი ბეგაძე | ლოკომოტივი [საქ დ 10] | 1986 | 58 | 2სბ |
9 | ვასილ ლობჟანიძე | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 24 | 5ლ |
9 | გელა აფრასიძე | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1998 | 2 | : |
შერკინება [ფორვარდები] | |||||
1 | მიხეილ ნარიაშვილი | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1990 | 44 | 2ლ სბ |
1 | ზურაბ ჟვანია | სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] | 1991 | 28 | 8ლ 2სბ |
1 | კახა ასიეშვილი | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1987 | 27 | 2ლ |
2 | ჯაბა ბრეგვაძე | კრასნი იარ [რუს სუპერ] | 1987 | 46 | ლ 2სბ |
2 | შალვა მამუკაშვილი | კარკასონ [სფრ პრო დ2] | 1990 | 46 | 4ლ |
2 | ბადრი ალხაზაშვილი | ტულონ [სფრ ტოპ 14] | 1995 | 5 | : |
3 | დუდუ ქუბრიაშვილი | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1986 | 45 | 2ლ წბ 2სბ |
3 | ლევან ჩილაჩავა | ტულონ [სფრ ტოპ14] | 1991 | 32 | 3ლ |
3 | სოსო ბეკოშვილი | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1993 | 8 | : |
2ხ | გიორგი ჩხაიძე | დომონ [სფრ ფედ2] | 1981 | 97 | 10ლ [1 კაპ] 6სბ |
2ხ | გიორგი ნემსაძე | ბრისთოლ [ინგ ჩემპ] | 1984 | 73 | 12ლ 5სბ |
2ხ | კოტე მიქაუტაძე | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1991 | 51 | 2ლ 3სბ |
2ხ | ვახტანგ მაისურაძე | ვან [სფრ პრო დ2] | 1987 | 25 | 2ლ |
3ხ | შალვა სუთიაშვილი | ანგულემ [სფრ პრო დ2] | 1984 | 62 | 2ლ [15 კაპ] 3სბ |
3ხ | ვიტო კოლელიშვილი | კლერმონ [სფრ ტოპ 14] | 1989 | 41 | 4ლ [1 კაპ] 2წბ 5სბ |
3ხ | გიორგი თხილაიშვილი | ბათუმი [საქ დ 10] | 1991 | 38 | 10ლ სბ |
3ხ | ლაშა ლომიძე | ლონდონ აირიშ [ინგ პრემ] | 1992 | 33 | 5ლ + შ სბ |
3ხ | ბექა ბიწაძე | ნარბონ [სფრ პრო დ2] | 1991 | 22 | 6ლ + შ |
3ხ | ოთარ გიორგაძე | კლერმონ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 7 | ლ |
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები
შეიძლება ჩემი ნათქვამი სასაცილოდ მოგეჩვენოთ მაგრამ, ვფიქრობ არიან საქართველოში გუნდები რომლებიც ფედეალ 3-გუნდებზე უკეთესია...და თუ როგორმე მოხერხდა და გამოჩნდნენ ეს სპონსოსორები ჩვენს ჩემპიონატში
ფედერალ 3 ალბათ კი, უბრალოდ, უბრალოდ ფედერალ 3 არ არსებობს, ნახევრად პროფესიულია ფედერალ 2, იმის მერე როგორი ლიგააა იცი? აი შაბათ კვირას რომ იკრიბებიან და გასართობად თამაშობენ.
ფედერალის გუნდები მყავს მხედველობაში, რანგით მესამე..
ნახეთ რუმინული კლუბები რას აკეთებენ:
Европа в шоке
Rugger.info вспомнил восемь главных сенсаций Кубка Вызова, произошедших до победы «Красного Яра» над «Стад Франсе».
«Динамо Бухарест» (Румыния) 19:18 «Бристоль» (Англия)
2 ноября 1996 год.
Дебютный Челлендж Кап и первая сенсация. «Бристоль» никогда не считался ТОП-клубом Англии, а вот румынское регби в 90-е годы было на подъёме. К примеру, на Кубке Мира-1995 «Оакс» проиграли ЮАР со счётом 8:21. Разумеется, победа «Динамо» над британцами далась нелегко, но при этом хозяева не пропустили ни одной попытки. Все очки родоначальники регби набрали ударами со штрафных. Интересно, что за неделю до этого румынские регбисты обыграли валлийский «Треорчи» 38:31.
«Ровиго» (Италия) 34:14 «Кайрфилли» (Уэльс)
27 сентября 1998 год.
Валлийское клубное регби в 90-е переживало процесс становления и значительно уступало по силе французскому и английскому. Тем не менее, в том сезоне «Кайрфилли» (предшественники «Драгонс») дошли до четвертьфинала, а «Ровиго» добыл всего одну победу.
«Стяуа» (Румыния) 30:20 «Коннахт» (Ирландия)
27 ноября 1999 год.
Первое в истории еврокубков поражение ирландского клуба от команды из Восточной Европы. Сезона 1999/2000 ирландцы провалили, заняв третье место в группе, набрав всего на 2 очка больше «Стяуа».
«Бордо» (Франция) 19:26 «Бенеттон» (Италия)
14 октября 2000 год.
Итальянцы феноменально выступили в групповом этапе Кубке Вызова, дважды обыграв «жирондинцев» и валлийских «Кросс Кейс». Против «Ньюкасла» была победа дома и поражение в гостях. «Бенеттон» и «Фэлконс» набрали по 10 очков, на за счёт дополнительный показателей в плей-офф шагнули англичане.
«Виадана» (Италия) 38:22 «Брив» (Франция)
14 декабря 2003 год.
В начале 2000-х итальянские команды нередко преподносили сенсации. Одни из наиболее громких, победа скромной «Виаданы» над «Бривом».
«Катанья» (Италия) 37:34 «Монпелье» (Франция)
18 декабря 2005 год.
Французские клубы неохотно выступали во втором по статусу еврокубке, выставляя дублёров. Итальянцы этим воспользовались. Интересно, что через месяц «Катанья» дома обыграла «Коннахт» 28:24.
«Тулон» (Франция) 21:26 «Бухарестские Волки» (Румыния)
21 января 2006 года.
11 лет назад «Тулон» был аутсайдером высшего дивизиона чемпиона Франции и стал соавтором одной из наиболее громких побед клубного регби Восточной Европы. Еврокампанию 2006/2007 «полевые лилии» провалили, поэтому неудивительно, что за их поражением на стадионе «Феликс Майол» наблюдала всего тысяча зрителей.
«Енисей-СТМ» (Россия) 10:7 «Брив» (Франция)
12 декабря 2015 год.
Первая в истории победа российского клуба в групповом этапе Кубка Вызова.
')>0?'>https://rugger.info/news/16824':'>https://rugger.info/news/16824'))
რას აკეთებენ?
20 წლიან ციკლში თითო მოგება დიდი გუნდების სარეზერვო შემადგენლობებთან?
რუსული გუნდების შემთხვევაში 5000 კილომეტრიანი ფრენის შემდგომ თან
მიკვირს ასე ძლიერი ჩემპიონატი ქონდათ, ნაკრებიც მაღალ დონეზე ახლა კი ძაან დათმეს რუმინელებმა პოზიციები.
რუმინელმა ლეგიონერებმა დათმეს ევროპულ გუნდებში პოზიციები
სათანადო ცვლა არ მოსდით
ჩემპიონატი კი ძლიერად იმის ფონზე ჩანს რომ ნაკრების უამრავი კანდიდატი და საკამოდ ბევრი ლეგიონერი ჰყავთ
- ამ სტრატეგიამ კარი დაუხურა განვითარებას: ახლები ჯერ ვერ უწევენ კონკურენციას ძველ გვარდიას და ლეგიონერებს, შესაბამისად აქვთ უკუსვლა
ინგლისელებმა კარგად იციან, რომ საქართველოს ნაკრებში თაობათა ცვლა მიმდინარეობს და ალბათ ელოდნენ როდის მიატოვებდა ნაკრებში თამაშს მამუკა გორგოძე, კიდევ გადასწიეს და თამაში იტალიასთან 2018 შემოდგომაზე დანიშნეს. ალბათ ელიან, რომ კიდევ წავლენ ძირითადის მოთამაშეები. თუ იტალიასთან თამაში შედგა ალბათ იტალიაში დანიშნავენ და მსაჯებიც ბევრს იმამაძაღლებენ. წინასწარ ვგრძნობ რა დაძაბული თამაში იქნება - იტალიაც თავს არ დაზოგავს, იმათაც ესმით რომ საქართველოს ნაკრებს მათ შემცვლელებლად მოიხსენიებენ. უძლიერესი შემადგენლობით შეგვხვდებიან და თავსაც შეგვაკლავენ. ჩვენებიც ყველაფერს დადებენ. იქნება უხეში თამაში, უამრავი შეცდომებითა და შეიძლება გაწევა-გამოწევებით. თვითონ ინგლისს ეთამაშა ჩვენს წინააღმდეგ და კარგი იქნებოდა თუ თბილისში გვეთამაშებოდა. თუ ასე უნდოდათ ჩვენი (საქართველო და იტალია) ძალების შედარება მაშინ მსოფლიო თასის შემდეგ გვეთამაშა, მაშინ დაენიშნათ თამაში, როცა საქართველო სიძლიერის პიკზე იყო. მაგრამ ეს არ აწყობდათ. ისიც ვიცი, რომ თამაშების განრიგი რამდენიმე წლითაა გაწერილი, მაგრამ რეალურ ძალას საქართველოს ნაკრებისა მაშინ ნახავდეთ, როცა ნაკრები მსოფლიო თასისთვის იყოს მომზადებული.
ბევრი რამ კალენდარზეა დამოკიდებული რომელიც 3-4 წლით ადრეა დაგეგმილი
და არავინ აპირებს იტალიის ჩანაცვლებას - საუბარია 6 ერის გაფართოებაზე
6 ერის გაფართოებაც არ სურთ და იტალიის ჩანაცვლებაზეც საუბარი ზედმეტია - ეკონომიკა და მოსახლეობის რაოდენობა - სად საქართველო და სად იტალია. თანაც კლასით ბევრად ჩამოვრჩებით იგივე იტალიასაც, სხვა გუნდებზე, რომ არაფერი ვთქვათ. მე მხედველობაში მქონდა გათამაშების ფორმატის სავარაუდო შეცვლის ერთ-ერთი ვარიანტი სადაც 6 ერის ბოლო და ერთა თასზე გამარჯვებული გუნდები ადგილებს გაცვლიდნენ ან ერთმანეთში გაითამაბდნენ 6 ერში თამაშის უფლებას (ესეც არა რეალურია ამ დროსათვის). უბრალოდ 6 ერში უნდათ ხმა გააკმენდინონ იმათ ვინც რამეს მოინდომებს გათამაშებების ფორმატის შეცვლაზე. შეიძლება მართლა უნდათ ჩვენი გუნდების შედარება, შანს გვაძლევენ, რომ უფრო ძლიერ გუნდებთან ვითამაშოთ და კლასი ავიმაღლოთ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ძაან სურთ იტალიასთან წავაგოთ და ამიტომაც დავწერე რაც ზემოთ დავწერე - იტალიის ნაკრებთან ერთად მსაჯებიც გვექნება დასამარცხებელი.
ბოლო თამაშებში მე მგონი არ იყო თაზო აჟენის შემადგენლობაში არადა იქაც ლიდერია, რაღაც პრობლემა რომ არიყოს შანსი არაა თაზოს გამოიძახებდა. ჯერ კიდევ არის დრო თუ ტრამვა აქვს თაზოს ეგებ მომჯობინდეს და ჩასვამს რა პრობლემაა. ასეა თუ ისე მშვენიერი შემადდგენლობაა! შეიძლება რაღაცაზე იდავო გემოვნების საკითხია, მთავარია ლიდერები არიან, განსაკუთრებული მნიშვნელობა კაჭისა და ბუკას დუეტს ექნება ყველა თამაშში და ყველაზე მეტად უელსთან. ბუკამ ირლანდიასთან წინა ტესტი მაგრად ითამაშა, კი წავაგეთ დიდი ანგარიშით მაგრამ პირადად 23 ბოჭვა გააკეთა, იმედია უელსთანაც მოწოდების სიმაღლეზე იქნება, გიორგაძე მაინტერესებს კიდე მაგრად. მოკლედ მგონია კაი ტესტები გვექნება, აი მამუკას არ ყოფნის მონელება ჯერ კიდევ მიჭირს, ძალიან მინდა უელსთან ითამაშოს.
ძალიან კარგი გარემარბია აბრამიძე აიადან და საერთოდ მეორე ნაკრებსაც თუ გავაკეთებთ და გამოვცდით სხვებსაც კარგი იქნება..მათიაშვილი არის ჩემი აზრით საუკეთესო 15 ნომერი საქართველოში
მორაგბეები ვისაც გარკვეულ დონეზე უცხოეთში არ უთამაშიათ "კლასით" საკმაოწილად ჩამორჩებიან იმ მორაგბეებს ვისაც მინიმუმ ფედერალ დივიზიონი მაინც უთამაშიათ - ამ ლოგიკით მილტონის სელექციის პრინციპია, მეტი გამოცდილება და მეტი პროფესიონალიზმი, რეალურადაც ვერც აბრამიძე, ვერც გოგოლაძე, გეგენავა, ხარაზიშვილი არ არიან იმ გამოცდილების და კლასის რაც იყო მაჩხანელი, შკინინი, თოდუა - თუმცა თავის გამოჩენის შანსი რაც მეტს ექენბა უკეთესი (ისევ მათი ზრდისთვის)
რაღაც ახალი სტრატეგიაა გარემარბების გარეშე თამაში , ცენტრები კი გვყავს ბლომად ანტონი ფრუიძე და თაზოს ამბავი მეც მაინტერესებს რატომ არ არიან
ნომინალური 11 და 14 ნომრები მხოლოდ ბებერი თოდუაა, რაღაც მაგრად ურევს ამ ბოლო დროს მელიტონა სელექციაში.
აუ მაგრად გამიტყდა ძმაო, თავიდან მეთქი თოდუა რა ბებერია მეთქი და მერე გამახსენდა რო 31 წლის ვარ და კურელი იყო ჩემი რატო გამახსენე ძმაო ასაკი
2013 ის მერე სანდროს ფრთაზე არ უთამაშია - ოდესღაც ფრთა გაცენტრდა
ახალგაზრდობას მარტო ნაკრებში თუ იხსენებს, ახსენებინებენ
გაჩეჩილაძეც უნდა ვნახოთ, არჩუაშვილიც და არიან საქართველოს ჩემპიონატში კარგი უკანახაზელები რომლის ნახვაც ღირს
კაკოვინი აღარ გვჭირდება?
თხილაიშვილს რა მაგარი სტატისტიკა მოუგროვდა - 10 ლელო 38 თამაშში
მათიაშვილს 2 ლელო 3 თამაშში - 1,5 ლელო მატჩში
კოშაძეს 4 ლელო 6 თამაშში - 1,5 ლელო მატჩში
მორკინალებში
ჟვანიას 0.29 ლელო მატჩში
გორგაძეს 0.45 ლელო მატჩში
და გორგოძეს 0.37 ლელო მატჩში
მათიაშვილს და კოშაძეს არ ვთვლი, ჯერ ძალიან ცოტა თამაშები აქვთ. მორკინალებში კიდე თხილაიშვილი საქართველოს ჩემპიონატიდან არის და მაგიტომაც გამოვარჩიე
არჩუაშვილს არც ამოწმებს რა დონეზეა - არ სცნობს რუმინეთის ჩემპიონატის დონეს?
მაისურაძე დააბრუნა სამაგიეროდ, ბოლო პერიოდში აქვს სათამაშო პრაქტიკა.
არჩუაშვილს ალბათ ერთა თასზე დაუძახებს
კაცი რომ საქმეში სანახავია მგონი უდავოა: დეფიციტი ნომინალური მე-2 ხაზელების + სტაბილურად გარკვეულ დონეზე თამაშობს და არც თუ ისე წარუმატებლად
კი მაგრამ, მჭედლიძე?!
მჭედლიძე,ფრუიძე,გორგაძე,...
ბექას - ტრავმა აქვს
მჭედლიძე და ფრუიძე მეგონა რომ იქნებოდა - საინტერესოა
არც ანტონაა
დიდი მადლობა მეკოს, დიდი ისტორია დაწერა მაგრამ დროა წასვლის! სასწრაფოდ შემცვლელი არის მოსანახი და მოსამზადებელი!!!!
როცა მოინახება და შეცვლის - წავა, მანამდე შეუცვლეილია
მჭედლიძე ტრამვირებულია ალბათ
არა, ჯანზეა
მჭედლიძე რატომ არ არის?