შოტლანდიის ნაკრების და ფრანგული “კლერმონის” ჰავბექი გრეიგ ლეიდლოუ ტრავმირებულია. 32 წლის მორაგბის დაზიანება სერიოზულია და მას ნოემბრის სანაკრებო ტესტების გამოტოვება მოუწევს.
გამოცდილმა 9 ნომერმა ტრავმა ევროპის ჩემპიონთა თასის პირველი ტურის მატჩში, “ოსპრეიზთან” გასვლაზე მოგებულ (26:21) მატჩი მიიღო. გრეიგს წვივი აქვს დაზიანებული და დაახლოებით 10-12 კვირა იუქმებს.
შეგახსენებთ, რომ “ნარშავების” კაპიტანმა მძიმე ტრავმა მიმდინარე წლის თებერვალშიც მიიღო და დაახლოებით ოთხი თვის გამოტოვება მოუწია. ლეიდლოუს შოტლანდიის ნაკრების მაისური 61-ჯერ აქვს მორგებული და 602 ქულა აქვს მოხვეჭილი. მან გასულ ზაფხულს ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ახალზელანდიურ ტურნეშიც მიიღო მონაწილეობა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაგრად მევასება ეს მორაგბე
2-3 ცალი ასეთი მორაგბე არ გვაწყენდა ნაკრებში