საერთაშორისო

22:00 | 19.10.2017 | ნანახია 2064 - ჯერ

ბლედისლოუს თასი: “ვოლაბებმა” და “ოლ ბლექსმა” შემადგენლობები დაასახელეს

ავსტრალიის და ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელებმა ბლედისლოუს თასის მესამე მატჩისთვის შემადგენლობები დაასახელეს.

როგორც მოგეხსენებათ, რაგბი ჩემპიონშიპში ამ გუნდების ორივე მატჩში გამარჯვება “ოლ ბლექსს” დარჩა და შესაბამისად, ბლედისლოუს 2017 წლის თასი ნაადრევად მოიპოვა.

“ვოლაბების” მთავარი მწვრთნელი მაიკლ ჩეიკა იმ შემადგენლობას დაეყრდნო, რომელმაც 4 ერის უკანასკნელი ტურის მატჩში გასვლაზე არგენტინა დაამარცხა (37:20). 50 წლის სპეციალისტმა ერთადერთი მოთამაშე შეცვალა: მეორე ხაზში იზაკ როდას ნაცვლად ადამ კოულმენი ითამაშებს.

ავსტრალიელთა შემადგენლობა ასეთია:

უკანა ხაზი

15. იზრაელ ფოლაუ (61 კეპი), 14. მარიკა კორობეიტა (3), 13. ტევიტა კურიდრანი (53), 12. ქერთლი ბილი (66), 11. რის ჰოჯი (19), 10. ბერნარდ ფოლი (51), 9. უილ გენია (84);

შერკინება

1. სკოტ სიო (38), 2. ტატაფუ პოლოტა-ნაუ (77), 3. სეკოპე კეპუ (86), 4. რობ სიმონსი (77), 5. ადამ კოულმენი (17), 6. ჯეკ დემპსი (5), 7. მაიკლ ჰუპერი (კაპიტანი, 74), 8. შონ მაკმაჰონი (21);

მარქაფა

16. სტეფენ მური (124), 17. ტომ რობერტსონი (14), 18. ალან ალაალატოა (18), 19. ლუკჰან ტუი (2), 20. ნედ ჰანიგანი (8), 21. ნიკ ფიპსი (57), 22. სამუ კერევი (13), 23. ჰენრი სპეიტი (17).

ახალზელანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა სამხრეთ აფრიკასთან გასვლაზე მოგებული (25:24) მატჩის შემადგენლობიდან ორი მოთამაშე შეცვალა: ბიოდენ ბარეტის ნაცვლად ლიმა სოპოაგა ითამაშებს, ხოლო ტრავმირებულ ნეჰე მილნერ-სკადერს ვაისაკე ნაჰოლო ჩაანაცვლებს.

“შავების” შემადგენლობა ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი

15. დამიან მაკკენზი (8 კეპი), 14. ვაისაკე ნაჰოლო (14), 13. რაიან კროტი (31), 12. სონი ბილ უილიამსი (42), 11. რიეკო იოანი (9), 10. ლიმა სოპოაგა (12), 9. აარონ სმიტი (67);

შერკინება

1. კეინ ჰემესი (5), დენ კოულსი (54), 3. ნეპო ლაულალა (9), 4. სამუელ უაითლოკი (92), 5. სკოტ ბარეტი (13), 6. ლიამ სქუეარი (12), 7. სემ კეინი (49), 8. კირან რიდი (კაპიტანი, 106);

მარქაფა

16. კოდი ტეილორი (25), 17. უაიტ კროკეტი (67), 18. ოფა ტუ’უნგაფასი (10), 19. პატრიკ ტუიპულოტუ (14), 20. მეტ ტოდი (10), 21. ტიჯეი პერენარა (38), 22. ენტონ ლინერტ-ბრაუნი (18), 23. დევიდ ჰავილი (2).

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული დაპირისპირება 21 ოქტომბერს ბრიზბენში, “ლენგ პარკზე” საქართველოს დროით 13 საათზე დაიწყება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080146