ტესტ-მატჩები

15:50 | 18.10.2017 | ნანახია 2234 - ჯერ

უელსს ნორთიც დააკლდება

საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ ნოემბრის ტესტებზე უელსმა, კიდევ ერთი დიდი დანაკლისი განიცადა.

ჩემპიონთა თასზე „სარასენსთან“ გამართული მატჩისას დაშავდა და შემოდგომის ტესტებს გამოტოვებს „ნორთჰემპტონის“ გარემარბი ჯორჯ ნორთი. მან მუხლი იტკინა და წინასწარი დასკვნით მკურნალობას 6-8 კვირა დაჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ტრავმების გამო „დრაკონებმა“ უკვე დაკარგეს სემ უორბარტონი და ელის ჯენკინსი. დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებენ გეთინ ჯენკინსი, გარეთ ენსკომბი, სკოტ ბოლდუინი და როს მორიარტი.

უელსს 4 თამაში ელის: 11 ნოემბერს ავსტრალიასთან, 18-ში საქართველოსთან, 25-ში ახალ ზელანდიასთან და 2 დეკემბერს სამხრეთ აფრიკასთან.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:59 | 20.10.2017
გუგა80 (177)

მე ისევ ჩემს აზრზე ვრჩები, რომ ასეთ ტესტებს არაფერი სარგებელი მოაქვს ჩვენთვის.
იძახეთ გამოცდილება გამოცდილება და იყავით. ყოველ ჯერზე 20-40 ქულით გაფა.ა.რჩაკებაში რა გამოცდილება უნდა მიიღო...
თბილისში რომ ტარდებოდეს, კიდევ ჯანდაბას, კარგი საღამოს გატარების პერსპექტივა მაინც იქნებოდა, + ამ ლეებს დავუმტკიცებდით, რომ თბილისში რაგბი უყვართ, მასპინძლობაც იციან და რომ ნებისმიერი 6 ერის სლისთვის აქ სტუმრობა სასიამოვნო იქნებოდა.
რაც შეეხება საქმეს, ეხლა მთავარი გასაკეთებელი ჩემი აზრით ნათელია, 1) რადაც არ უნდა დაჯდეს მსოფლიო რაგბის უკვე დაანონსებული ტესტი საქართველო-იტალიის თბილისში ან მაქსიმუმ ნეიტრალურ მოედანზე გამართვა უნდა ვაიძულოთ. 2) უკვე დღეს უნდა ჩაუყარონ საფუძველი იმას, რომ ემუშავონ სამსაჯო კორპუსს რაც განაპირობებს პირველ რიგში მეტ-ნაკლებად სამართლიანი მსაჯების დანიშვნას ამ თამაშზე და შემდეგ მიუკერძოებლად განსჯას. 3) უკვე დღეს უნდა დაისახოს ერთ წლიანი მოსამზადებელი გეგმა კონკრეტულად ამ ერთი თამაშისათვის, რომელიც შესაძლოა გადამწყვეტიც კი გამოდგეს ქართული რაგბის უახლოესი 10 წლის განვითარების პერსპექტივისთვის.

ვისაც გგონიათ, რომ უელსთან, ირლანდიასთან და შოტლანდიასთან წელიწადში ერთხელ, არანაირი ტურნირის ფარგლებში და არაფრისმომცემად გასვლაზე წასაგებად სიარული უფრო მნიშვნელოვანია, ღმერთმა გაგიმარჯოთ!

17:02 | 20.10.2017
გუგა80 (177)

პ.ს. დამავიწყდა ამეღნიშნა, რომ ერთის მხრივ ჩემი აზრით არანაკლებ 30 ქულით წავაგებთ ამ თამაშს. და მეორე, მჯერა, რომ სულ 10 ქულითაც, რომ წავაგოთ არანაირი სარგებელი არ ექნება ამას ჩვენთვის.

20:08 | 18.10.2017
თორღვა პანკელი (387)

რა შეგვიძლია და რა არა კონკრეტულად თამაშში გამოჩნდება, მთავარია მსაჯებმა არ იმაიმუნონ.

18:36 | 18.10.2017
DataN24 (215)

ამათ ხო ლეგიონერებზეც უარი თქვეს თუ მომავალი წლიდან აპირებენ მაგას?

16:27 | 18.10.2017
buratino (480)

მოგვიგია და ეგაა

16:27 | 18.10.2017
buratino (480)

ხუმრობა იქეთ იყოს და 15 ან ნაკლები ქულის სხვაობით წაგება ნაღდად შესაძლებელია

18:03 | 18.10.2017
geogoli (367)

არ მგონია რატომღაც, რო ეგ შეგვიძლია ნოემბერში ნაუცბათევად შეკრებილებს

0.130789