უელსის რაგბის კავშირმა ახალი ზელანდიის, ინგლისის, ავსტრალიისა და არგენტინის რაგბის კავშირებს მიბაძა და ნაკრებში ლეგიონერთა გამოძახებაზე სერიოზული შეზღუდვა დააწესა.
ამიერიდან „დრაკონების“ შემადგენლობაში არაუელსური კლუბებიდან მხოლოდ იმ მოთამაშეებს დაუძახებენ, რომელთაც საერთაშორისო არენაზე 60 და მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული. მიზეზი რა თქმა უნდა ნიჭიერი მოთამაშთა მიგრაციის შეჩერებაა, რათა უელსურმა კლუბებმა კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნონ.
ამ ფონზე უელსის ნაკრებს დააკლდებიან ლიამ უილიამსი („სარასენსი“, 43 კეპი), ტომას ფრენსისი („ექსეთერი“, 23 კეპი) და რის უები („ტულონი“, 28 კეპი). მათ რიცხვს შესაძლოა სამომავლოდ დენ ბიგარი დაემატოს, რომელიც ზაფხულში „ნორთჰემპთონში“ გადადის და დღემდე 56 კეპი აქვს მოხვეჭილი.
შეგახსენებთ, 18 ნოემბერს უელსის ნაკრები კარდიფში საქართველოს ეთამაშება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია