სიახლეები

11:00 | 17.10.2017 | ნანახია 1753 - ჯერ

ჩემპიონთა თასის პირველი ტურის სიმბოლური

ცნობილმა სარაგბო გამოცემამ Planetrugby.Com-მა ევროპის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

კვირის საუკეთესო გუნდში ყველაზე მეტი, ოთხი მორაგბე მოქმედი ჩემპიონის “სარასენსის” რიგებიდან მოხვდა, რომელმაც გასვლაზე “ნორთჰემპტონი” გაანადგურა (57:13).

ტურის გამორჩეული თხუთმეტეული ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი

15. ჯოი კარბერი (“ლენსტერი”), 14. ლიამ უილიამსი (“სარასენსი”), 13. რობი ჰენშოუ (“ლენსტერი”), 12. ჟოფრი დამაირუ (“ლა როშელი”), 11. ნემანი ნადოლო (“მონპელიე”), 10. ოუენ ფარელი (“სარასენსი”), 9. მორგან პარა (“კლერმონი”);

შერკინება

1. მაკო ვუნიპოლა (“სარასენსი”), 2. გუილემ გირადო (“ტულონი”), 3. ვინსენტ კოხი (“სარასენსი”), 4. ჯეკ ბელი (“სკარლეტსი”), 5. ლეონი ნაკარავა (“რასინგ 92”), 6. ზეჩ მერსერი (“ბათი”), 7. ფაკუნდო ისა (“ტულონი”), 8. სემ სიმონდსი (“ექსეტერ ჩიფსი”).

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა თასის მეორე ტურის მატჩები 20, 21 და 22 ნოემბერს გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079428