დასრულდა კონტინენტური ფარის პირველი ტურის მატჩი, რომელშიც იტალიურმა „როვიგომ“ საქართველოს ვიცე-ჩემპიონ „ბათუმს“ უმასპინძლა და 31:27 სძლია.
სამწუხაროდ, როვიგოს სტადიონზე ინტერნეტის პრობლემები იყო და „რკ ბათუმის“ ფეისბუკ-გვერდზე დაანონსებული ონლაინ-ტრანსლაცია სერიოზული ხარვეზებით წარიმართა. თუმცა, ანგარიშიდან გამომდიონარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შავიზღვისპირელებმა დებიუტი ღირსეულად ჩაატარეს, ევროთასებზე ბევრად გამოცდილ აპენინელებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა მაინც დამარცხდნენ.
წინ მეორე ტურის და ამ ტურნირში ბათუმელთა პირველი საშინაო მატჩია.
21 ოქტომბერს, 15 საათზე, „რაგბი არენაზე“ (ბათუმი, ლეონიძის 2) ჩვენი გუნდი გერმანულ „ჰაიდელბერგერს“ დაუხვდება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საშინაო მატჩს მოუგებს
საშინაო როვიგოსთან აღარ იქნება, რაგბი ევროპის სისტემით მიდის გათამაშება
სამწუხაროაა, წარმატებას ვუსურვებ "ბათუმს"დარჩენილ თამაშებში !!!