ქართული

18:58 | 14.10.2017 | ნანახია 4455 - ჯერ

მალაღურაძის 9 ქულა და კრასნოიარსკში წაქცეული „სტად ფრანსე“

ახალდაწყებულ ჩელენჯ კაპზე პირველი სენსაციაც გამოცხვა. რუსულმა „კრასნი იარმა“ ტურნირის მოქმედი ჩემპიონი „სტად ფრანსე“ 34:29 დაამარცხა. თამაში კრასნოიარსკში გაიმართა და ციმბირელებმა პარიზელებთან მწვავე ბრძოლაში ძალზე მოულოდნელ გამარჯვებას მიაღწიეს.

„კრასნი იარის“ სასტარტო შემადგენლობაში ორივე შუამარბი ბორჯღალოსანი იყო - ლაშა მალაღურაძე და გიორგი ფრუიძე. მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ ასევე ბორჯღალოსანი კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე, რომელმაც რუსულ გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა, და ბურჯი მიხეილ წიკლაური.

საქართველოს ნაკრების ორი წევრი ფრანგული გუნდის სასტარტო 15-ეულშიც იყო - ბურჯები ზურაბ ჟვანია და გიორგი მელიქიძე. ორივე მეორე ტაიმში შეცვალეს.

„იარმა“ 5 ლელო გაიტანა, რომელთაგან მალაღურაძემ 3 გარდასახა. გარდა ამისა, ლაშამ ერთი ზუსტი საჯარიმო დარტყმაც შეასრულა და თამაში 9 ქულით დაამთავრა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084249