ამბები

11:07 | 18.10.2014 | ნანახია 2376 - ჯერ

7-კაცაში ჯგუფები დალაგდა

25-26 ოქტომბერს “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი 7-კაცა რაგბიში, რომელშიც ქვეყნის უმაღლესი დივიზიონის ათივე და ორიც პირველი ლიგის (თბილისის, “აკადემია” და ქუთაისის “აია”) გუნდი ითამაშებს.

ტურნირი ტარდება ევროპის გრან-პრის სისტემის მსგავსად, ანუ პირველ დღეს, ჯგუფური ეტაპის მატჩების დასრულების შემდეგ, შედგება საერთო ცხრილი და გაირკვევა მოწინავე 8 გუნდი, რომლებიც პლეი-ოფში, მეოთხედფინალიდან განაგრძობენ მთავარი ჯილდოსთვის ბრძოლას, ხოლო ქვედა ოთხეული მე-9 ადგილს ნახევარფინალებიდან გაითამაშებს.

A ჯგუფში სამი თბილისური კლუბი - “ლელო-სარასენსი”, “არმაზი”, “თიბიეს უნივერსიტეტი” და ერთიც ბოლნისის “ყოჩები” ითამაშებს; B ჯგუფში თბილისის “არმია”, ქუთაისის “აია”, რუსთავის “ხარები” და თბილისის “აკადემია”, ხოლო C ჯგუფში თბილისის “ლოკომოტივი” და “ჯიქები”, ბათუმის “ბათუმი” და ქუთაისის “ბაგრატი” განაწილდნენ. ტურნირის პრემიალური ფონდი 10 ათასი ლარია.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087508