ჩემპიონატები

0:48 | 13.10.2017 | ნანახია 1558 - ჯერ

“მანსტერი” სამხრეთ აფრიკის შერკინების მწვრთნელმა ჩაიბარა

“მანსტერი” სამხრეთ აფრიკის შერკინების მწვრთნელმა იოჰან ვან გრაანმა ჩაიბარა. ირლანდიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 37 წლის სპეციალისტი ახალ კლუბში მუშაობას ნოემბრიდან შეუდგება და მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2020 წლამდე დარჩება.

ვან გრაანი “ქურციკების” რიგებში ექვსი წლის განმალობაში მუშაობას. მას სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯური რუმ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო კარიერაში წარმატებები უსურვა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081562