საერთაშორისო

23:21 | 12.10.2017 | ნანახია 1486 - ჯერ

ნოუელი ნოემბრის ტესტებს გამოტოვებს

“ექსეტერის” და ინგლისის ნაკრების გარემარბი ჯეკ ნოუელი ნოემბრის ტესტებს გამოტოვებს.

24 წლის მორაგბემ ავივა პრემიერშიფის ბოლო ტურში “ნიუკასლთან” მოგებულ (34:24) შეხვედრაში, თვალის ბუდე დაიზიანა და ოპერაციის გაკეთება მოუწევს. სარეაბილიტაციო კურსი კი, დაახლოებით ოთხიდან რვა კვირამდე გასტანს.

ნოუელს ინგლისის ნაკრებში დებიუტი 2014 წელს ჰქონდა, მას შემდეგ 23 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა და 10 ლელო გაიტანა. მან გასულ ზაფხულს ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ახალზელანდიურ ტურნეზეც ითამაშა და 5 მატჩში 2 ლელო დადო.

ცნობისთვის, ედი ჯონსის შეგირდები ნოემბერში “თვიქნემ სთედიუმზე” სამ საშინაო შეხვედრას გამართავენ. “წითელი ვარდები” 11 ნოემბერს არგენტინას უმასპინძლებენ, 18-ში ავსტრალიას მიიღებენ, ხოლო 25-ში სამოას დაუხვდებიან.

თეგებიჯეკ ნოუელი

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085912