26 ოქტომბერს ლისაბონში სტარტს იღებს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი რაგბში, რომელშიც შარშანდელი გათამაშების გამარჯვებული საქართველოს ნაკრებიც იღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი 2015 წლის მსოფლიო ახალგაზრდული ალაფის შესარჩევს წარმოადგენს.
19-წლამდელები სატურნირო მზადებას შევარდენის სანაკრებო ბაზაზე წინა კვირას შეუდგნენ. მთავარი მწვრთნელის, ილია მაისურაძის განკარგულებაში 32 მორაგბეა. შეკრების ფარგლებში ახალგაზრდა ბორჯღალოსნები დღეს, 18 ოქტომბერს სპარინგ-მატჩს გამართავენ უმაღლესი ლიგის კლუბ “არმაზთან“. შეხვედრა შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გაიმართება და 13 საათზე დაიწყება.
გუნდი შეკრებას 19 ოქტომბერს დაასრულებს, შემდეგ კი სამწვრთნელო შტაბი 26-კაციან სატურნირო შემადგენლობას დაასახელებს.
ცნობისთვის, შეკრებაზე არ იმყოფება ფრანგული “მონ დე მარსანის” მორაგბე ბექა გორგაძე, რომელიც გუნდს ტურნირზე შეუერთდება.
| 1 | ბექა | კაკაბაძე | 1,3 | ლოკომოტივი უმაღლესი |
| 2 | ნიკა | ნეფარიძე | 1 | ლოკომოტივი ა ლიგა |
| 3 | თორნიკე | მატარაძე | 1 | აია, უმაღლესი |
| 4 | გუგა | ხანთაძე | 1,3 | აია, უმაღლესი |
| 5 | ზაზა | ხარებავა | 1,3 | ლაროშელი, საფრანგეთი |
| 6 | გიორგი | მელიქიძე | 3 | ხარები, უმაღლესი |
| 7 | ბადრი | ალხაზაშვილი | 2 | ლელო სარასენს, უმაღლესი |
| 8 | გიორგი | ტორაძე | 2 | აია, უმაღლესი |
| 9 | გიორგი | საჯაია | 2,6 | ჯიქები, უმაღლესი |
| 10 | თორნიკე | ზოიძე | 4,5,6 | კლერმონი, საფრანგეთი |
| 11 | როლანდ | კვაჭაძე | 4,5 | კლერმონი, საფრანგეთი |
| 12 | ოთარ | გიორგაძე | 4,5 | აია, უმაღლესი |
| 13 | ბესო | ბარბაქაძე | 4,5,6 | არმაზი, უმაღლესი |
| 14 | ბადრი | დანგაძე | 6,7 | აია, უმაღლესი |
| 15 | თორნიკე | ბუბუტეიშვილი | 6,7 | ლელო სარასენს, უმაღლესი |
| 16 | დათო | პაპავაძე | 6,7,8 | ჯიქი, უმაღლესი |
| 17 | ჟორა | მღებრიშვილი | 8 | ხარები, უმაღლესი |
| 18 | ვასო | ლობჟანიძე | 9 | არმაზი, უმაღლესი |
| 19 | თემურ | თუთბერიძე | 9 | აია, უმაღლესი |
| 20 | გივი | ლოსაბერიძე | 9 | აია, უმაღლესი |
| 21 | რატი | შანიძე | 10,15,11 | ლელო სარასენს, ა ლიგა |
| 22 | რეზი | ჯინჭველაშვილი | 10 | აია, უმაღლესი |
| 23 | გიორგი | ბაბუნაშვილი | 10,15 | აია, უმაღლესი |
| 24 | სანდრო | ილურიძე | 12 | აკადემია, პირველი ლიგა |
| 25 | გიორგი | კვესელაძე | 12,13 | იუნკერები, ა ლიგა |
| 26 | გიორგი | კოშაძე | 12,13 | ხარები, ა ლიგა |
| 27 | დევი | დევსურაშვილი | 13,14 | ჯიქი, უმაღლესი |
| 28 | ბადრი | ლიპარტელიანი | 11,14 | არმაზი, უმაღლესი |
| 29 | დათო | გულიტაშვილი | 11,14 | ხარები, უმაღლესი |
| 30 | იოსებ | კიკვაძე | 11,14 | აია, უმაღლესი |
| 31 | ანზორ | სიჭინავა | 11,14 | აკადემია, პირველი ლიგა |
| 32 | ირაკლი | სვანიძე | 15,14 | ჯიქი, უმაღლესი |
მთ. მწვრთნელი - ილია მაისურაძე, მწვრთნელები - ზურა ამონაშვილი, ლადო კილასონია, გიგა გურეშიძე, ფიზ. მომზადება - გიორგი ნადარეიშვილი, ექიმი - ვახო წიკლაური, ვიდეო ანალიტიკოსი - დავით რამიშვილი







კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია