იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კონორ ოშიმ ნოემბრის ტესტებისთვის 34 მოთამაშე გამოიძახა.
“აძურის” რიგებში ხუთი დებიუტანტია, რომელთაგან გამოსარჩევი “ბენეტონის” მგეზავის იან მაკკინლის გამოძახებაა. დუბლინში დაბადებულ 27 წლის მორაგბეს ირლანდიის 20-წლამდელთა ნაკრებში 9-ჯერ აქვს ნათამაშები და 2009-2012 წლებში “ლენსტერის” ღირსებას იცავდა. მან 2012 წელს მარცხენა თვალში მხედველობა დაკარგა და ამის გამო დროებით კარიერის დასრულება მოუწია. ის რაგბს 2014 წელს დაუბრუნდა და მას შემდეგ სპეციალური, დამცავი სათვალით თამაშობს.
მაკკინლის გარდა, იტალიელები კიდევ ერთი ნატურალიზირებული მორაგბით გაძლიერდებიან. “აძურის” რიგებში ითამაშებს 30 წლის ახალზელანდიელი შუამარბი ჯეიდენ ჰეივარდი, რომელიც 2009-2014 წლების განმალობაში სუპერ რაგბის სამ კლუბში - “ჰაილენდერსში”, “ჰარიკეინსში” და “ფორსში” თამაშობდა და 47 მატჩში 122 ქულა მოიხვეჭა. ის იტალიაში 2014 წელს გადაბარგდა და დღემდე “ბენეტონის” ღირსებას იცავს (63 მატჩი, 278 ქულა).
ოშის რჩეულთა სია ასე გამოიყურება:
შერკინება
ბურჯები
დარიო ჩისტოლინი (“ძებრე”, 18 კეპი), სიმონე ფერარი (“ბენეტონი”, 5), ანდრეა ლოვოტი (“ძებრე”, 17), ტიციანო პასკუალი (“ბენეტონი”, 1), ფედერიკო ძანი (“ბენეტონი”, 3);
კვაჭები
ლუკა ბიჯი (“ბენეტონი”, 3), ოლივიერო ფაბიანი (“ძებრე”, 4), ლეონარდო ჯირალდინი (“ტულუზა”, 86);
მეორე ხაზი
ჯორჯ ფაბიო ბიაჯი (“ძებრე”, 19), დინ ბადი (“ბენეტონი”, 3), მარკო ფუსერი (“ბენეტონი”, 24), მარკო ლაცარონი (“ბენეტონი”, 1), ფედერიკო რუცა (“ბენეტონი”, 2);
მესამე ხაზი
რენატო ჯიმარიოლი (“ძებრე”, 0), ჯოვანი ლიკატა (“ძებრე”, 0), მაქსიმ მატა მბანდა (“ძებრე”, 11), ფრანჩესკო მინტო (“ბენეტონი”, 36), სერჯო პარიზე (“სტად ფრანსე”, კაპიტანი, 126), აბრაჰამ იურგენს სტეინი (“ბენეტონი”, 14);
უკანა ხაზი
ჰავბექები
ედოარდო გორი (ბენეტონი”, 63), ტიტო ტებალდი (“ბენეტონი”, 22), მარსელო ვიოლი (“ძებრე”, 5);
მგეზავები
კარლო კანა (“ძებრე”, 22), იან მაკკინლი (“ბენეტონი”, 0);
შუამარბები
ტომასო ბენვენუტი (“ბენეტონი”, 45), ტომასო ბონი (“ძებრე”, 5), ტომასო კასტელო (“ძებრე”, 2), ჯეიდენ ჰეივარდი (“ბენეტონი”, 0);
ფრთები
მატიას ბელინი (“ძებრე”, 5), ანჯელო ესპოზიტო (“ბენეტონი”, 14), ლეონარდო სარტო (“გლაზგო უორსიორსი”, 32), ჯოვანბატისტა ვენდიტი (“ძებრე”, 43);
ფულბექები
მატეო მინოცი (“ძებრე”, 0), ედოარდო პადოვანი (“ტულონი”, 14).
შეგახსენებთ, რომ ნოემბერში იტალიის ნაკრები სამ საშინაო შეხვედრა ჩაატარებს. “აძური” 11 ნოემბერს კატანიაში ფიჯის უმასპინძლებს, 18-ში ფლორენციაში არგენტინას დაუხვდება, ხოლო 25-ში პადუაში სამხრეთ აფრიკას მიიღებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია