2017 წლის ნოემბრის ტესტებამდე 1 თვე და 1 დღე რჩება. ბორჯღალოსნები სანაკრებო სეზონის ბოლოს ტრადიციულად 3 საერთაშორისო მატჩს გამართავენ.
პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები კანადის წინააღდეგ 11 ნოემბერს, ‘დინამო არენაზე’ ითამაშებს. მატჩი18 საათზე დაიწყება.
შემდეგ ბორჯღალოსნები კარდიფისკენ აიღებენ გეზს, სადაც 18 ნოემბერს ჩვენს ნაკრებს 75-ათასიან ‘ფრინსიფალითი სთედიუმზე’ (ყოფილი მილენიუმი) უელსი უმასპინძლებს. მატჩი საქართველოს დროით 18:30 საათზე დაიწყება.
წლის სეზონს ბორჯღალოსნები 25 ნოემბერს თბილისში, აშშ-სთან ტესტით დაასრულებენ. შეხვედრა ‘მიხეილ მესხის’ სტადიონზე გაიმართება და კანადასთან მატჩის მსგავსად 18 საათზე დაიწყება.
ტელე-ტრანსლიაცია
კარდიფიდან უელსი-საქართველოს მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია ‘იმედი’ განახორციელებს. საშინაო მატჩების ტელე-რეპორტაჟებთან დაკავშირებით კი სიახლეა - 11 ნოემბერს ‘დინამოზე’ კანადის და 25 ნოემბერს ‘მესხზე’ აშშ-ს წინააღმდეგ ბორჯღალოსანთა ტესტ-მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს, მათთვის ვინც სტადიონზე მისვლას და საქართველოს ნაკრების მხარდაჭერას ტრიბუნებიდან ვერ მოახერხებს, პირველი ქართული სარაგბო არხი, ტელეკომპანია ‘რაგბი თივი’ განახორციელებს.
11 და 25 ნოემბრის ტესტ-მატჩების ბილეთების შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში შეგატყობინებთ, ხოლო ვვინც უელსში აპირებს ბორჯღალოსნების საქომაგოდ გამგზავრებას მატჩის ბილეთების შეძენა აქ შეუძლიათ
თასამდე ორი წლით ადრე პროგრესი სახეზეა - მილტონ ჰეიგი
წლის ნოემბრის ტესტ-მატჩებამდე ერთი თვით ადრე მსოფლიო რაგბიბორჯღალოსნების მთავარ მწვრთნელს 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის, ივნისის ამერიკული ტურნესა და უელსი-საქართველოს მომავალ ტესტ-მატჩზე ესაუბრა:
წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი, საქართველო 2017
ტურნირის ჩატარება და ის, რომ მსოფლიო რაგბმა ჩვენ მოგვანიჭა ეს პასუხისმგებლობა, ჩვენთვის დიდი პატივი იყო. ბევრისგან, ვისგანაც არც მოველოდი, მსმენია, რომ ტურნირი ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა. ამან ქვეყანაში რაგბს კიდევ ერთი დიდი ბიძგი მისცა. ჩვენ ამას რაგბში კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის მოყვანით და დაინტერესებით ვუპასუხებთ, რომლებიც ახალგაზრდულ პროგრამებში ჩაერთვებიან და ამ დიდი პირამიდის ნაწილი გახდებიან... ეს ჩვენთვის ისევ და ისევ დიდი პატივია და ის, რამაც ჩვენს ქვეყანაში რაგბის პროფილი კიდევ უფრო გაზარდა.
ჩვენთვის განსაკუთრებული დროა, ვინაიდან ახალგაზრდა მორაგბეების სახით საკმაოდ დიდი სიღრმეები გვეძლევა პოზიციებზე, რომლებიც ეროვნული ნაკრებისთვის მწიფდებიან. უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ამ თაობიდან რამდენიმეს პირველ გუნდში ვიხილვათ. კმაყოფილები ვართ ახალგაზრდული ნაკრებებით, განსაკუთრებით კი 20 წლამდელებით, რომლებმაც წელს მსოფლიო ჩემპიონატის ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ რაგბი საქართველოში მეტად იზრდება და ახალ სიმაღლეებს იკავებს.
ტურნე 2017, კანადა და აშშ
კვირის განმავლობაში იდეალურ ამინდში ვარჯიშობდით და ვემზადებოდით - მზე, 25-26 გრადუსი... და უცებ მატჩის დღეს დაგვხვდა ქარი, სიცივე და წვიმა. ეს ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვან და სასარგებლო გამოცდად იქცა, ვინაიდან ყველანი ჩვენი კომფორტის ზონის გარეთ აღმოვჩნდით. არის რაღაცეები, რისი გაკონტროლებაც შეგიძლია და რისიც არა. ცხადია, ამინდს ვერ გააკონტროლებ. ეს ჩვენთვის კარგი მენტალური და ტექნიკური გამოცდა იყო, ვინაიდან უცებ მოგვიწია პირობებისადმი ადაპტირება, რამაც ჩვენი სათამაშო გეგმა შეცვალა. გეგმის მიხედვით ბურთის მეტად გამოყენება გვსურდა, თუმცა ამინდის გამო ამას ვერ გავაკეთებდით და მიხარია, რომ მიუხედავად ყელაფრისა ჩვენს მიზანს მივაღწიეთ.
კვირას კი ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა - კვლავ არასასურველი და რთული ამინდის პირობები - 30 გრადუსიანი სიცხე და 80 პროცენტიანი ტენიანობა. ისე და ისევ, ეს იდეალური გამოცდა იყო ჩვენთვის, ვინაიდან 2019 წლის მსოფლიო თასზე სწორედ ასეთ ტენიანობაში მოგვიწევს თამაში. ამ პირობებში თამაშზე მიჩვევა და გადაწყობა ძალიან მნიშვნელოვანია და მოდით ვთქვათ, რომ ალბათ ოთხი წლის წინ ამ მატჩს წავაგებდით. ამერიკასთან კარგად დავიწყეთ და ეს ანგარიშში ავსახეთ, შემდეგ თითქოს ჩავარდა გვქონდა, ბოლოსკენ კონცენტრაცია მოვიკრიბეთ და თამაში გამოვასწორეთ. ჩემთვის ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ნამდვილად ვიზრდებით და ვაუმჯობესებთ თამაშს.
საქართველო
ძალიან კარგი, ძლიერი, ღონიერი და სწრაფი, პირველი დონის გუნდია. თავიდანვე ვიცოდით, რომ ადვილი არაფერი იქნებოდა და რომ ჩვენი შესაძლებლობების ზღვარს გამოვცდიდით, რაც რა თქმა უნდა გვინდოდა და ჩვენს მიზანს წარმოადგენდა. ამ თამაშიდან ვისწავლეთ, რომ ძლიერ გუნდთან საწყის 20 წუთში, სუსტი დისციპლინის გამო, მეტოქისთვის ბევრი ჯარიმის მიცემა საკმაოდ რთულ პოზიციაში გვაყენებს. ამ დროს მათ 12 ქულა გააკეთეს. მეტოქეს ძალიან კარგი სტარტი გამოუვიდა, ხოლო ჩვენ ვცდილობდით მათ დაწევას, რაც ძალიან გაგვიჭირდა. შესვენებაზე არგენტინელები საკმაოდ დიდი სხვაობით იგებდნენ. ჩვენ არაფერი დაგვრჩენოდა გარდა იმისა, რომ დარჩენილ 40 წუთში ყველაფერი გაგვეკეთებინა, რათა თამაშში დავბრუნებულიყავით, დასაკარგი აღარაფერი გვქონდა. მეორე ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ! არგენტინის ძლიერ ნაკრებს, რომელიც პირველი ეშელონის გუნდია, ოთხი ლელო გავუტანეთ. ყოველივე ამის შემდეგ, ზაფხულის სამ მატჩანი ტურნეს შეფასებისას ხვდები, რომ მსოფლიო თასამდე ორი წლით ადრე პროგრესი სახეზეა.
საქართველო, ნოემბერი 2017
პატივია კარდიფში უელსს ეთამაშო. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება განსაკუთრებული ატმოსფერო და სავსე სტადიონი. ველით, რომ კარგ თამაშს ვანახებთ და მსოფლიოს ვაჩვენებთ - პირველი ეშელონის გუნდებთან თამაში ნამდვილად შეგვიძლია. ფაქტია, რომ ჩვენი რაგბის ისტორიაში არასდროს მოგვიგია უელსის სიძლიერის გუნდისთვის და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვიქნებით თუ არა მზად ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამას მივაღწიოთ.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბავშვივით გამიხარდა შენი დანახვა მელიტონ, ამ დამპალი მთხლე ბურთის გადამკიდე.
ნამეტანი ოპტიმისტურად არც მე ვარ, მარა ამერიკა კანადას უპირობოდ უნდა ვაჯობოთ.
ეეჰ მილტონ, მაინცდამაინც ვერ გავიზიარებ ასეთ ოპტიმისტურ პათოსს! ნაკრების წევრების უმრავლესობას ან პრაქტიკა მოაკლდა ან კიდევ ოპტიმალურ ფორმაში არ არიან. ნოემბრის ტესტებზე უფრო რეალურად ჯობია ვიმსჯელოთ და აშშ-კანადასთან აუცილებელი გამარჯვებები მოვიპოვოთ, ხოლო უელსს თავგანწირული ბრძოლა შევთავაზოთ და იქნებ 15 ან ნაკლებით ქულის სხვაობით წავაგოთ. ჩემთვის პირადად ასეთი მონაგარი მისარები იქნება
აი ასეთი მაჩისთვის რომ დაგვიბრუნდნენ გორგოძე და ზირაქიშვილი საგრძნობლად გაზრდიდა ჩვენს შანსებს.
ჩვენი ნაკრების წევრების ამჟამინდელი ფორმიდან გამომდინარე მაინცდამაინც ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი ნოემბრის ტესტების წინ. იმედია ვცდები