ჩემპიონატები

13:00 | 10.10.2017 | ნანახია 1645 - ჯერ

“ხაგუარესს” ახალი მწვრთნელი ჰყავს

არგენტინული ფრანჩიზი “ხაგუარესი” 44 წლის სპეციალისტმა მარიო ლედესმამ ჩაიბარა, რომელიც აქამდე ავსტრალიის ნაკრების შერკინების მწვრთნელი იყო. ლედესმა “ვოლაბებს” 2017 წლის ბლედისლოუს თასის მესამე მატჩის შემდეგ დაემშვიდობება და ახალ სამუშაოს შეუდგება.

როგორც მოგეხსენებათ, არგენტინული ფრანჩიზი სუპერ რაგბში 2016 წელს დაუშვეს და ორი სეზონის განმალობაში კლუბს რაულ პერესი წვრთნიდა, რომელიც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

ლედესმა ძალიან კარგად დაახასიათა ავსტრალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ჩეიკამ.

“არგენტინამ მარიო ლედესმას სახით დიდებული საჩუქარი მოგვცა. მან ორი წლის განმალობაში ჩვენი შერკინებისთვის ბევრი სასარგებლო რამ გააკეთა და ახლა ამ საჩუქარს არგენტინელებს უკან ვუბრუნებთ.

ის ძალიან კარგი მწვრთნელი და ადამიანია. სამწუხაროა, რომ მასთან ერთად მუშაობა აღარ მომიწევს. მარიო შინ ბრუნდება, თავის ოჯახთან, რომლისგანაც მრავალი წლის განმალობაში შორს იყო.

არგენტინული რაგბისთვის ეს დიდი სიახლეა. იმედია, “ხაგუარესი” ძალიან კარგად ითამაშებს, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მათი მეტოქე ავსტრალიური კლუბები იქნებიან”, - განაცხადა “ვოლაბების” დამრიგებელმა.

ცნობისთვის, ლედესმა არგენტინის ნაკრების ყოფილი კვაჭია. ის “პუმების” ღირსებას 1996-2011 წლებში იცავდა და 84 მატჩში 3 ლელოს გატანა მოახერხა. მან სამწვრთნელო კარიერა 2011 წელს დაიწყო, თუმცა მთავარი მწვრთნელის რანგში აქამდე არ უმუშავია.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08499