საერთაშორისო

10:00 | 10.10.2017 | ნანახია 1731 - ჯერ

მალკოლმ მარქსის შესანიშნავი თამაში “ოლ ბლექსის” წინააღმდეგ (+VIDEO)

რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) უკანასკნელი ტურის მატჩში სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა კეიპტაუნში ახალზელანდიას უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 24:25 დამარცხდა.

“ქურციკებმა” ბოლომდე რომ იბრძოლეს და უძლიერესი მეტოქის დამარცხებამდე სულ ცოტა დააკლდათ, უდავოდ მათი კვაჭის მალკოლმ მარქსის დამსახურებაა, რომელმაც ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და მთელი სარაგბო სამყარო აალაპარაკა.

ახალზელანდიელმა სარაგბო მიმომხილველმა კრის რატუმ, 23 წლის ჰუკერს ათბალიანი სისტემიდან უმაღლესი შეფასება დაუწერა და შემდეგნაირად დაახასიათა: “ის შესანიშნავი გახლდათ. აგრესიული შეტევები, ამოღლეტვები, ბოჭვები. მან დუ პრეზს ლელო გაატანინა და ბოლოს თავადაც შეძლო მეტოქის დალელოვება. მარქსმა არაჩვეულებრივად ითამაშა – ის ახალი მსოფლიო ვარსკვლავია? ”

მარქსი ასევე შეაქო მისმა მოწინააღმდეგემ, “ოლ ბლექსის” კვაჭმა დენ კოულსმა. მან აღნიშნა, რომ “ქურციკების” პირველხაზელს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა და ასეთი თამაშით დიდი მომავალი აქვს.

ცნობისთვის, მალკოლმმა მე-11 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა და მესამე ლელო გაიტანა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.103922