ჩემპიონატები

22:25 | 9.10.2017 | ნანახია 2202 - ჯერ

კარტერს სამშობლოში დაბრუნება სურს

ლეგენდარულ მორაგბეს დენ კარტერს სამშობლოში დაბრუნება სურს. ამის შესახებ ახალზელანდიური გამოცემა nzherald.co.nz წერს.

35 წლის მგეზავმა ახალი ზელანდია 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ დატოვა და “რასინგთან” სარფიანი სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც სეზონში 1.67 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. დენი უმალ ფრანგული კლუბის ლიდერი გახდა და 26-წლიანი პაუზის შემდეგ ტოპ 14-ის მოგებაში დაეხმარა (“რასინგმა” 2016 წელს ფინალში “ტულონს” 29:21 სძლია). “რასინგი” დუბლის შესრულებასთანაც ახლოს იყო, თუმცა ჩემპიონთა თასის ფინალში “სარასენსთან” დამარცხდა (9:21).

კარტერს “რასინგთან” მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. როგორც თავად განაცხადა, მას საფრანგეთის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება უნდა. დენმა ფრანგული კლუბის მაისურით 44 შეხვედრა ჩაატარა და 410 ქულა მოუპოვა.

შეგახსენებთ, რომ დენ კარტერი 2003-2015 წლების განმალობაში “კრუსეიდერსის” ღირსებას იცავდა, 141 მატჩში 1708 ქულა მოიხვეჭა და სუპერ რაგბის გამარჯვებული 4-ჯერ (2002, 2005, 2006, 2008) გახდა. მის ანგარიშზე 112 სანაკრებო კეპი და 1598 ქულაა. მან “ოლ ბლექსის” რიგებში მსოფლიო თასის მოგება ორჯერ მოახერხა (2011, 2015).


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.07842