საერთაშორისო

0:00 | 9.10.2017 | ნანახია 1941 - ჯერ

მილნერ-სკადერი მძიმედ დაშავდა

ახალი ზელანდიის ნაკრების გარემარბი ნეჰე მილნერ-სკადერი მძიმედ დაშავდა. 26 წლის გარემარბი 4 ერის ბოლო ტურში სამხრეთ აფრიკასთან მოგებული (25:24) შეხვედრის პირველ ტაიმში დაშავდა და თამაში ვეღარ განაგრძო.

როგორც გაირკვა, “ჰარიკეინსის” მოთამაშეს მხრის სერიოზული ტრავმა აქვს, საოპერაციოა და სარეაბილიტაციო კურსი დაახლოებით ექვს თვეს გასტანს.

აღსანიშნავია, რომ მილნერ-სკადერს მხრის ტრავმა აქამდეც აწუხებდა და ამის გამო დაახლოებით წელიწადნახევარი გამოტოვა. ნოემბრის ტესტებში მის ადგილს სავარაუდოდ ვაისაკე ნაჰოლო დაიკავებს, რომელსაც რაგბი ჩემპიონშიპში მხოლოდ ერთი თამაშის ჩატარება მოუწია.

შეგახსენებთ, რომ მილნერ-სკადერი “ოლ ბლექსს” 4 ერის მესამე ტურის მატჩში ტრავმირებული იზრაელ დაგის ნაცვლად დაუბრუნდა და სამ ჩატარებულ შეხვედრაში სამი ლელოს გატანა მოახერხა. სულ კი, “შავების” მაისურით 11-ჯერ აქვს ნათამაშები და მეტოქეები ამდენჯერვე ჰყავს დალელოვებული.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.113017