- საქართველო - კანადა | დინამო არენა
- საქართველო - აშშ | მიხეილ მესხის სტადიონი
- უელსი-საქართველო | პირდაპირი რეპორტაჟი იმედზე
2017 წლის ნოემბრის ტესტ სერიამდე 5 კვირა რჩება. დიდ 10-ში მოასპარეზე ბორჯღალოსნები შევარდენზე ემზადებიან. უახლოეს მომავალში მათ ლეგიონერებიც შეურთდებიან. მანამდე კი, დადასტურდა ნოემბრის საშინაო ტესტების სტადიონები და მატჩების დაწყების დრო.
წლის დამაგირგვინებელ საერთაშორისო ტესტ-სერიის პირველ მატჩში ბორჯღალოსნები კანადას წინააღდეგ 11 ნოემბერს, ‘დინამო არენაზე’ ითამაშებენ, რომელიც 18 საათზე დაიწყება.
პირველი ტესტის შემდეგ ბორჯღალოსნები კარდიფისკენ აიღებენ გეზს, სადაც 18 ნოემბერს ჩვენ ნაკრებს უელსი 75-ათასიან ‘ფრინსიფალითი სთედიუმზე’ (ყოფილი მილენიუმი) უმასპინძლებენ. მატჩი საქართველოს დროით დროით 18:30 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია იმედი განახორციელებს.
2017 წლის სეზონს ბორჯღალოსნები 25 ნოემბერს შინ, აშშ-ს ნაკრებთან ტესტით დაასრუკებენ. მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე 18 საათძე გაიმართება.
11 და 25 ნოემბრის ტესტ-მატჩების ბილეთების შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში შეგატყობინებთ, ხოლო ვვინც უელსში აპირებს ბორჯღალოსნების საქომაგოდ გამგზავრებას მატჩის ბილეთების შეძენა აქ შეუძლიათ
მეტოქეების შესახებ
კანადასთან აქამდე 6-ჯერ გვითამაშია - 3-ჯერ კანადაში, ერთხელ ნეიტრალურ მოედანზე (2015 წლის მსოფლიო თასისთის მოსამზადებელ საკონტროლო მატჩში) და 2-ჯერ თბილისში. გუნდებმა 3-3 გამარჯვება მოიპოვეს. ბოლოს კანადას ივნისის ტესტებზე ქალგარიში ვესტუმრეთ და 13:0 გაიმარჯვეთ
უელსთან ეროვნული ნაკრების დონეზე არასდროს გვითამაშია (აქამდე მხოლოდ ‘ა’ ნაკრებს ვეთამაშეთ 2012 წელს გასვლაზე). სამაგიეროდ, ჩვენთვის უცხო არაა ‘მილენიუმ სთედიუმი’, სადაც 2015 წლის მსოფლიო თასზე ქართული რაგბის ისტორიაში ვეთამაშეთ ახალ ზელანდიას.
აშშ-ს 5-ჯერ ვეთამაშეთ - 3-ჯერ სტუმრად და 2-ჯერ საქართველოში. ამ მომენტისთვის მოგება-წაგების ბალანსი მეტოქის სასარგებლოდაა (3:2) და 25-ში გათანაბრების შანსი გვექნება. ‘არწივებს’ ბოლოს ივნისში ამერიკული ტურნეს ფარგლებში, ატლანტაში ვეთამაშეთ და 21:17 ვძლიეთ. მათი ბოლო სტუმრობა 2013 წელს, რუსთავში შედგა და ის თამაში მეტოქემ ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმის წყალობით 25:23 მოიგო.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ინგლისელებმა კარგად იციან, რომ საქართველოს ნაკრებში თაობათა ცვლა მიმდინარეობს და ალბათ ელოდნენ როდის მიატოვებდა ნაკრებში თამაშს მამუკა გორგოძე, კიდევ გადასწიეს და თამაში 2018 შემოდგომაზე დანიშნეს. ალბათ ელიან, რომ კიდევ წავლენ ძირითადის მოთამაშეები. თუ იტალიასთან თამაში შედგა ალბათ იტალიაში დანიშნავენ და მსაჯებიც ბევრს იმამაძაღლებენ. წინასწარ ვგრძნობ რა დაძაბული თამაში იქნება - იტალიაც თავს არ დაზოგავს, იმათაც ესმით რომ საქართველოს ნაკრებს მათ შემცვლელებლად მოიხსენიებენ. უძლიერესი შემადგენლობით შეგვხვდებიან და თავსაც შეგვაკლავენ. ჩვენებიც ყველაფერს დადებენ. იქნება უხეში თამაში, უამრავი შეცდომებითა და შეიძლება გაწევა-გამოწევებით. თვითონ ინგლისს ეთამაშა ჩვენს წინააღმდეგ და კარგი იქნებოდა თუ თბილისში გვეთამაშებოდა. თუ ასე უნდოდათ ჩვენი (საქართველო და იტალია) ძალების შედარება მაშინ მსოფლიო თასის შემდეგ გვეთამაშა, მაშინ დაენიშნათ თამაში, როცა საქართველო სიძლიერის პიკზე იყო. მაგრამ ეს არ აწყობდათ. ისიც ვიცი, რომ თამაშების განრიგი რამდენიმე წლითაა გაწერილი, მაგრამ რეალურ ძალას საქართველოს ნაკრებისა მაშინ ნახავდეთ, როცა ნაკრები მსოფლიო თასისთვის იყოს მომზადებული.
მემგონი 2 აზრი არ შეიძლება იყოს - კანადა-ამერიკა დასამარცხებელი გვყავს რათა კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ რომ ტყუილად არ ვართ მათზე წინ რეიტინგში. რაც შეეხება უელსთან მატჩს, ილუზია არ მაქვს მაგრამ იქნებ ახლა მაინც შევძლოთ სერიოზული ბრძოლის შეთავაზება და 15 ან ნაკლები ქულის სხვაობით წაგება პირველი დონის გუნდთან (რომ იბრძოლებენ ჩვენი ბიჭები ამაში ეჭვი არავის ეპარება). რაც მე ვიცი, უელსი ძირითადად 2-ე შემადგენლობის გამოყვანას აპირებს, თანაც მათი რამდენიმე ლიდერი ისედაც ტრავმირებულია. ჰოდა, ეს ფაქტორი უნდა გამოვიყენოთ
ყოფა უნდა ვუტიროთ კანადას და ამერიკას.
კეეეეეეე.... უნდა მივადედისმუტელანჯელოვოთ...