საერთაშორისო

0:40 | 6.10.2017 | ნანახია 2184 - ჯერ

რაგბი ჩემპიონშიპი: ჰანსენმა რაზმი დაასახელა

ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) ბოლო ტურის მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

58 წლის სპეციალისტმა არგენტინასთან მოგებულ (36:10) მატჩში ძირითადის ექვს მოთამაშეს დასვენების საშუალება მისცა, თუმცა “შავებს” ჩემპიონობის ნაადრევად გაფორმება ოდნავაც არ გასჭირვებიათ. მათ ოჯახური პრობლემების გამო ბროდი რეტალიკი შაბათსაც არ ეყოლებათ, ხოლო სამუელ უაითლოკი, ლიამ სქუეარი, რაიან კროტი, სემ კეინი და ნეჰე მილნერ-სკადერი სასტარტოში იქნებიან.

“ოლ ბლექსის” შემადგენლობა ასეთია:

უკანა ხაზი

15. დამიან მაკკენზი (7 კეპი), 14. ნეჰე მილნერ-სკადერი (10), 13. რაიან კროტი (30), 12. სონი ბილ უილიამსი (41), 11. რიეკო იოანე (8), 10. ბიოდენ ბარეტი (58), 9. აარონ სმიტი (66);

შერკინება

1. კეინ ჰემესი (4), 2. დენ კოულსი (53), 3. ნეპო ლაულალა (8), 4. სამუელ უაითლოკი (91), 5. სკოტ ბარეტი (12), 6. ლიამ სქუეარი (11), 7. სემ კეინი (48), 8. კირან რიდი (კაპიტანი, 105);

მარქაფა

16. კოდი ტეილორი (24), 17. უაიტ კროკეტი (66), 18. ოფა ტუ’უნგაფასი (13), 19. პატრიკ ტუიპულოტუ (13), 20. მეტ ტოდი (9), 21. ტავერა კერ-ბარლოუ (26), 22. ლიმა სოპოაგა (11), 23. დევიდ ჰავილი (1).

შეგახსენებთ, რომ ახალი ზელანდიის ნაკრები 7 ოქტომბერს კეიპტაუნში, “ნიულენდს სთედიუმზე” სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება. ამ გუნდების პირველ მატჩში “ოლ ბლექსმა” მეტოქე სარეკორდო სხვაობით (57:0) გაანადგურა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.125536