საერთაშორისო

0:00 | 6.10.2017 | ნანახია 1810 - ჯერ

რაგბი ჩემპიონშიპი: სამხრეთ აფრიკის შემადგენლობა ცნობილია

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალისტერ კუციამ რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) უკანასკნელი ტურის მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

54 წლის სპეციალისტმა წინა შეხვედრასთან შედარებით სამი ცვლილება მოახდინა. ბურჯის პოზიციაზე ტენდაი მტავარირას სტივენ კიტსჰოფი ჩაანაცვლებს, მეორე ხაზში ფრანკო მოსტერტს ლუდ დე იახერი შეცვლის, მესამე ხაზში კი ტრავმირებული უზაირ კასიემის მაგივრად პიტერ-სტეფ დუ ტოი ითამაშებს.

“ქურციკების” შემადგენლობა ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი

15. ადრიეს კუცია (8 კეპი), 14. დილინ ლეიდსი (4), 13. ჯესი კრილი (24), 12. იან სერფონტეინი (34), 11. ქორნალ სკოსანი (8), 10. ელტონ იანტისი (19), 9. როს კრონიე (5);

შერკინება

1. სტივენ კიტსჰოფი (18), 2. მალკოლმ მარქსი (10), 3. რუან დრეიერი (3), 4. ებენ ეცებეთი (67), 5. ლუდ დე იახერი (31), 6. სიია კოლისი (24), 7. პიტერ-სტეფ დუ ტოი (28), 8. ფრანსუა ლოუ (53);

მარქაფა

16. ჩილიბოი რალეპელე (22), 17. ტრევორ ნიაკანე (33), 18. უილკო ლოუ (0), 19. ფრანკო მოსტერტი (14), 20. ჟან-ლუკ დუ პრეზი (9), 21. რუდი პეიჯი (11), 22. ანდრე პოლარდი (21), 23. დამიან დე ალენდე (25).

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრები 7 ოქტომბერს კეიპტაუნში, “ნიულენდს სთედიუმზე” ახალზელანდიას უმასპინძლებს, რომელმაც მიმდინარე გათამაშების ჩემპიონობა გასულ ტურში გაინაღდა. ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში “ქურციკებმა” სარეკორდო მარცხი იწვნიეს – 0:57.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:42 | 06.10.2017
BEERTRANCE (1073)

+18 დააწერეთ ამ თამაშს.

11:30 | 06.10.2017
geogoli (367)

აი ამ თამაშში ველოდები შავების წაბორძიკებას

00:47 | 06.10.2017
federer (17) (469)

საიდან მოხვდნენ ეს მეგრელები სამხრეთ აფრიკაშიი

11:28 | 06.10.2017
geogoli (367)

ბატონმა გაცვალა თურმე ალმასებში

0.076802