ჭაბუკთა "ა"

20:00 | 5.10.2017 | ნანახია 1188 - ჯერ

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | მეოთხე ჯერაც გასარკვევია

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის გადამწყვეტი ეტაპის 12-ე ტური კიკეთში, ‘იუნკერი ჩოხოსნებისა’ და რუსთავის ‘ხარების’ დაპირისპირებით დაიწყო. მასპინძლებს ტრავმამოშუშებული მნიშვნელოვანი ფიგურა, მიშიკო ალანია დაუბრუნდათ, ხოლო ქვემოქართლელებმა დიდი 10-ის ბინადარ ‘ხარებში’ სინჯებზე მივლინებულნი ფულბეკი ლევან ნარიმანიძე და მარჯვენა ფრთა ზურა ქავთარაძე მოისაკლისეს, რამაც სტუმართა თამაშს გარკვეული დაღი დაასვა.

‘იუნკ’ ჩოხოსნები’ უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ. კიკეთელთა უკანახაზი ლაღი, ხელდახელ სწრაფი თამაშით უზადოდ ირჯებოდა. მასპინძელთა მიერ გატანილი 6 ლელოდანხუთი, სწორედ ხაზის მოთამაშეთა ანგარიშზეა. ‘დუბლით’მატჩის საუკეთესო მოთამაშე, მასპინძელთა ფულბეკი თემიკო ჭიჭინაძე გამოირჩა. ჩინებულ ფორმაში მყოფ მარჯვენა ფრთის მოთამაშეკოტე მარჯანიშვილის შეჩერება ‘ხარებმაც’ ვერ შეძლეს. ‘მარჯანას’ თამაში მართლაც საამო საცქერი გახლავთ. იძულებითი პაუზის მიუხედავად, მიშიკო ალანია უნარიანითამაშით გამოირჩა. თავი არც ალანიას ნაცვლად შეცვლაზეშესულ გიორგი ასათიანს შეურცხვენია, მიუხედავად იმისა რომ უმცროსი’ მეხანიკა’ჰავბეკის ამპლუაში თავსმთლად კომფორტულად ვერ გრძნობს დაგულიმგეზავის(10-ე ნომერი) პოზიციაზე მიუწევს.

საინტერესოა რომ, ინუკ’ჩოხოსნების’ მგეზავი ლუკა კალანდაძე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების კანდიდატთა სიაში ჰავბეკის პოზიციაზე მოხვდა!დათო კაკაბაძის შეგირდებმა ჯეროვანი წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ მეორე ტაიმში მოახერხეს, 2 ლელოს გატანაც შეძლეს და ანგარიშში ჩამორჩენაც მცირედით მოახერხეს 17:43. გიორგი ენუქიძისა და ზურა მოგელაძის შეგირდებმა პრემია აიღეს და მეორე ადგილის დაკავების შანსსაც ინარჩუნებენ. საწადელის მიღწევის შემთხვევაში ‘იუნკ’ ჩოხოსნები’ ფლეი ოფის შეხვედრას საშინაო არენაზე ჩაატარებენ. რუსთაველთა რიგებში მარბიელ ლუკა გელაშვილის კარგი თამაშია აღსანიშნავი. ‘ხარები’ ბოლო 6 სეზონის მანძილზე ფლეი ოფს მიღმა პირველად დარჩნენ, თუმცა იმედიანადაა გუნდის დამრიგებელი დათო კაკაბაძე. მომავალ სეზონში, ასაკობრივი ფაქტორის გამო ‘ხარებს’ მხოლოდ 6 მოთამაშე მოაკლდებათ, რომელთა სასურველი შემცვლელის მოძიება, ტალანტებით სავსე რუსთავში ‘შოროს’ არ უნდა გაუჭირდეს.

ქუთაისმა ტურის ერთბაშად 2 შეხვედრას უმასპინძლა. გორის ‘ჯიქი’მამაქალაქს ამჯერადაც ჩვეული საკადრო პრობლემებით ეწვია. ზაზა ბაკურაძესმხოლოდ 12 მორაგბე ახლდა, ‘აიასთან’ სათამაშოდ კი სულაც 11 გავიდა. 5:98 განადგურების მიუხედავად, შიდაქართლელები მეტოქეს უბრძოლველად არ დანებებიან. გუგა მაისურაძემ ლელოს გატანაც მოახერხა. ‘ჯიქის’ მგეზავმა შოთიკო გოცირიძემ კი სწავლა შესაძლოა რაგბის აკადემიაში განაგრძოს. მასპინძლებმა 18 ლელო გაიტანეს. 6 ლელო- რიონისპირელთა მარბიელმა ბაჩო მებონიამ მიითვალა, 2-ე ხაზელმა ნიკა ქარჩავამ კი- ’პოკერი’ შეასრულა.გადამწყვეტი ეტაპის დამთავრებამდე 2 ტურით ადრე,გიგა გურეშიძის შეგირდები მდევარ ‘ლელოსთან’ მიმართებაში 2-ქულიან უპირატესობას ინარჩუნებენ.

ქუთაისის ‘ბაგრატმა’ ფლეი ოფის დასკვნითი საგზურისათვის მებრძოლ ‘ყოჩები ხულიგანას’ უმასპინძლა. მოძალებული ტრავმების გამო ‘ბაგრატმა’ შეხვედრა მარქაფას გარეშე ჩაატარა, თუმცა დაღლა არ დატყობია. მეტიც, ‘ურაგანას’ ბიჭებმა სტუმრები შერკინებაში დაჩაგრეს, 7 ლელო გაიტანეს და მატჩი, პრემიის თანხლებით 43:15 მოიგეს. სპეციალისტთა აზრით, ‘ბაგრატმა’ მიმდინარე სეზონში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.მატჩის გამორჩეულმა მოთამაშემ, რიონისპირელთა მარბიელმა ნიკა ჯინჭარაძემ ‘ჰეთ-თრიკი’ შეასრულა. ასევე აღსანიშნავია ნიკოლოზ ლაღაძის გუნდში, მარცხენა ფრთაზე ზურა გაბრიჭიძის კარგი თამაში. 2-ე ხაზელმა მამია მოწონელიძემ დიდებულად იბურთავა. ჯანისა და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მოწონელიძემ ‘ყოჩ’ხულს’ დიდი პრობლემები შეუქმნა. ჩემპიონატის ფინიშსზე ‘ ბაგრატმა’ აშკარად იპოვა საკუთარი თამაში და დარჩენილ 2 ტურშირიონისპირელები ქულათა მაქსიმუმის აღებას გეგმავენ. ‘ბაგრატი’ ჩემპიონატში 6-ე ადგილის დაკავების იმედს არ ჰკარგავს.სტუმართა რიგებში გამორჩეული მათე ჭილაშვილი გახლდათ. პირველი ტაიმის მიწურულს, ‘ყოჩ’ხულის’ მგეზავის დიდებულად გადაკიდებული ბურთი ფულბეკმა ლევან ხუროშვილმა ლელოდ აქცია, რაც მატჩსზე დამსწრე საზოგადოებამ საუკეთესო ლელოდ მიიჩნია. ‘ყოჩ’ხულს’ სერიოზული კრიზისის ხანა უდგას.გადამწყვეტ ეტაპზე სპირიდონ ლიპარტელიანის შეგირდებმა მხოლოდ ერთი მატჩის მოგება მოახერხეს.

‘ლოკომოტივმა’ უშუალო კონკურენტის წაფორხილებით ვერ ისარგებლა. ‘რკინიგზელები’ მოქმედ ჩემპიონ ‘ლელოს’ მესამე მასივში ესტუმრნენ და ‘მშრალი’ ანგარიშით 0:40 დამარცხდნენ. უამინდობის გამო ‘ლოკომოტივს’ რამდენიმე ვარჯიში გაუცდა(‘რკინიგზელები’ ჯერჯერობით საკუთარი საწვრთნელი ბაზის გარეშე არიან,’მაუდ -კამვოლის’ ატალახებულ მოედანზე კი წვრთნა შეუძლებელი გახლდათ), რასაც ძირითადი შემადგენლობის 6 მოთამაშის ტრავმაც დაერთო/’რკინიგზელებს ხაზის 2 მოთამაშე პირველი ტაიმის შუაწელს დაუშავდათ/. ჩემპიონი მატჩის პირველივე წუთებიდან დომინირებდა. ‘ლელომ’ გადამწყვეტ ეტაპზე ოპტიმალური შემადგენლობა პირველად შეკრიბა. 7-კაცას ევროპირველობის შემდეგ ჭაბუკთა ლიგაში ჰავბეკმა გიორგი მარგალიტაძემ და შუამარბმა დემურ თაფლაძემ პირველად ითამაშეს. მიშა სუჯაშვილის გუნდს მხოლოდ ტრავმირებული მესამეხაზელი ბექა ყორიაული აკლდა. ‘ლელომ’ 6 ლელოს გატანა მოახერხა. ‘დუბლი’- მარჯვენა ფრთის მოთამაშე ბექა აბულაშვილის აქტივში.ჩემპიონი- გუნდური თამაშით, შერკინებასა და ხაზსში ერთნაირი წარმატებული თამაშით გამოირჩა.

მეორე ეტაპის ბოლოსწინა ტურის გამორჩეული შეხვედრა კიკეთში გაიმართება. ერთმანეთს პრინციპული მეტოქეები- ‘იუნკერი ჩოხოსნები’ და ‘ყოჩები ხულიგანა’ დაუპირისპირდებიან.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076758