ქართული

13:28 | 5.10.2017 | ნანახია 2707 - ჯერ

მიქაუტაძე 4-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

23 სექტემბერს, ტოპ 14-ში „ბორდოსა“ და „მონპელიეს“ მატჩის (47:17) 65-ე წუთზე, შეცვლაზე ახალშესულმა კოტე მიქაუტაძემ წითელი ბარათი მიიღო. მონპელიელთა ქართველმა მეორეხაზელმა ბურთი მიიღო და მასზე წამოსული მატიე ჟალიბერი წესების დარღვით უკუაგდო. 2-მეტრიანი ბორჯღალოსნის მკლავი მასზე 20 სანტიმეტრით დაბალ ახალგაზრდა ფრანგს კისრის არეში მოხვდა და რეფერიმ კოტე უყოყმანოდ გააძევა.

გუშინ შედგა საფრანგეთის რაგბის ეროვნული ლიგის სადისციპლინო კომისიის სხდომა, რომელზეც, სხვა ინციდენტებთან ერთად, მიქაუტაძის წითელი ბარათიც განიხილეს. ხანგრძლივის მსჯელობის შემდეგ, ეპიზოდს, რომელსაც ქართველის გაძევება მოჰყვა, მიენიჭა კლასიფიკაცია „მოწინააღმდეგისთვის ხელის დარტყმა“, რისთვისაც მიქაუტაძეს 4-კვირიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. „მონპელიეს“ მეორეხაზელს თამაშის უფლება 23 ოქტომბერს დაუბრუნდება.

იმავე დღეს, 23 სექტემბერს წითელი ბარათით „აჟენის“ მარცხენა ბურჯი მორგან ფელიპონოც დაისაჯა. მას უფრო მძიმე სასჯელი გამოუტანეს - 5-კვირიანი დისკვალიფიკაცია „მეტოქისთვის თავის ჩარტყმისთვის“. ეს ნიშნავს, რომ აჟენელთა ქართველ ბურჯ გიორგი თეთრაშვილს ამ ხნის განმავლობაში სასტარტო 15-ეულში ადგილი გარანტირებული ექნება. თუ გავითვალისწინებთ, რომ „აჟენი“ სულ მალე ჩელენჯ კაპშიც ჩაებმება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბორჯღალოსან პირველხაზელს ერთობ რთული და მოვლენებით დახუნძლული პერიოდი ელის.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:30 | 06.10.2017
პანტელეიმონი (1218)

ბორჯღალოსნებში თუ შეძლებს თამაშს?

17:24 | 05.10.2017
krasni (587)

სამწუხაროდ არსად არაა მითითებული, რომ ეს იყო კოტესგან პასუხი, ოღონდ გადამეტებული.

14:35 | 05.10.2017
federer (17) (469)

ისე იღბალიც კარგი საქონელია რო ამბობენ მართალია
ბაკის ბოთა რო უხეშობდა და უმსგავსო საქციელებს ჩადიოდა, მაქიმუმ 3 თამაში უნდა ეთამაშა სეზონში და დანარჩენი დისკვალიფიცირებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ძალიან იშვიათად ისჯებოდაა

14:33 | 05.10.2017
federer (17) (469)

რა ამბავია 4 კვირიანი დისკვალიფიკაციაა, მაგრამ 2 თამაშის გამოტოვება კი ეკუთვნედა ჭკუის სასწავლებლად

0.094059