6 ერი

21:47 | 4.10.2017 | ნანახია 14970 - ჯერ

ინგლისი მხარს გვიჭერს, ოღონდ იტალიას თუ დავამარცხებთ

ინგლისის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორის, სტივენ ბრაუნის თქმით, რაგბის სამშობლო მზადაა, საქართველოს ნაკრებს ექვს ერში გაერთიანებაში მხარი დაუჭიროს, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბორჯღალოსნები მომავალი წლის შემოდგომაზე იტალიას ტესტ-მატჩში დაამარცხებენ.

„სამყარო იცვლება, გულშემატკივრის დაყოლიება სულ უფრო და უფრო რთულდება. ამიტომ გონება ახალი გამოწვევებისთვის გახსნილი უნდა გვქონდეს და სავარაუდო გაფართოებაზე ფიქრის არ გვაწყენდა“, - მიმართა ბრაუნმა „დეილი მეილის“ მეშვეობით თავის კოლეგებს - დანარჩენი 5 ევროპული ერის რაგბის მესვეურებს.

შეხსენებისთვის, ორიოდე კვირის წინ სწორედ „დეილი მეილმა“ დაწერა, რომ 2018 წლის შემოდგომაზე საქართველოს ნაკრები ტესტ-მატჩში იტალიას დაუპირისპირდება, თუმცა, ეს ინფორმაცია ოფიციალურ მხარეთაგან ჯერჯერობით არცერთს დაუდასტურებია.


კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:44 | 08.10.2017
არჩილ სოხუმელი (484)

ინგლისელებმა კარგად იციან, რომ საქართველოს ნაკრებში თაობათა ცვლა მიმდინარეობს და ალბათ ელოდნენ როდის მიატოვებდა ნაკრებში თამაშს მამუკა გორგოძე, კიდევ გადასწიეს და თამაში 2018 შემოდგომაზე დანიშნეს. ალბათ ელიან, რომ კიდევ წავლენ ძირითადის მოთამაშეები. თუ იტალიასთან თამაში შედგა ალბათ იტალიაში დანიშნავენ და მსაჯებიც ბევრს იმამამაძაღლებენ. წინასწარ ვგრძნობ რა დაძაბული თამაში იქნება - იტალიაც თავს არ დაზოგავს, იმათაც ესმით რომ საქართველოს ნაკრებს მათ შემცვლელებლად მოიხსენიებენ. უძლიერესი შემადგენლობით შეგვხვდებიან და თავსაც შეგვაკლავენ. ჩვენებიც ყველაფერს დადებენ. იქნება უხეში თამაში, უამრავი შეცდომებითა და შეიძლება გაწევა-გამოწევებით. თვითონ ინგლისს ეთამაშა ჩვენს წინააღმდეგ და კარგი იქნებოდა თუ თბილისში გვეთამაშებოდა. თუ ასე უნდოდათ ჩვენი (საქართველო და იტალია) ძალების შედარება აშინ მსოფლიო თასის შემდეგ გვეთამაშა, მაშინ დაენიშნათ თამაში, როცა საქართველო სიძლიერის პიკზე იყო. მაგრამ ეს არ აწყობდათ. ისიც ვიცი, რომ თამაშების განრიგი რამდენიმე წლითაა გაწერილი, მაგრამ რეალურ ძალას საქართველოს ნაკრებისა მაშინ ნახავდეთ, როცა ნაკრები მსოფლიო თასისთვის იყოს მომზადებული.

23:21 | 05.10.2017
პანტელეიმონი (1218)

გორგოძილამაც და ზირაქამაც უნდა ითამაშოს ეს მატჩი, იმედია ესეც იქნება ! ! !

19:24 | 05.10.2017
Torres9 (48)

მამუკას ჯერ არ დაუმთავრებია კარიერა ნაკრებში.მან თქვა რომ ერთ თამაშს ის აუცილებლად ითამაშებს რადგაც დამარცხებულზე არ უნდა ნაკრებს დაემშვიდობოს(ბოლოს რუმინეთში წაგება)...ამიტომაც ყველანაირად უნდა ვეცადოთ იტალიასთან ითამაშოს თუ ეს თამაში შედგა და შემდეგ უკვე ერთა თასის ბოლო ტურში რუმინეთთან დავემშვიდობოთ,იმედია ფედერაციაშიც მიხვდებიან ამდენს)))

16:47 | 05.10.2017
თორღვა პანკელი (387)

დიდი მნიშვნელობა აქვს როგორი შემადგენლობით ვიქნებით, იმედია ბევრი ტრამვირებული არ გვეყოლება,მთავარია ნაკლები შეცდომები დავუშვათ და გადავუვლით! 95% დარწმუნებული ვარ ფიზიკაში შევჭამთ! ჩემი დიდი სურვილი იქნებოდა ეს ერთი თამაში ეთამაშა მამუკას.

15:22 | 05.10.2017
sokhumsky (36)

ისე საინტერესოა პარისე თუ ითამაშებს? პირადი სიმპათია/ანტიპათიის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ რომ დიდი რაგბისტია და იტალიის ნაკრები პარისესთან და მის გარეშე სხვადასხვა ძალისაა.

15:20 | 05.10.2017
sokhumsky (36)

დღეიდანვე უნდა დაიწყოს ფედერაციამ ქომაგების მაქსიმალური რაოდენობის დასასწრებად. რომელიმე ტურისტულ კომპანიასთან თანამშრომლობით შეიქმნას ერთიანი პაკეტები (სასტუმრო, ფრენა,თამაშის ბილეთი), სხვადასხვა კატეგორიის (მაგ. სტანდარტი, პრემიუმი, ლუქსი). იტალიაში ბიჭებმა თავი მარტოდ არ უნდა იგრძნონ.

11:10 | 05.10.2017
BEERTRANCE (1073)

ამ თამაშში რასაც ქვია უნდა შევაკვდეთ და თავი გავიგიჟოთ, ყველაფერი უნდა დავდოთ მოსაგებად.

თან მსაჯიც მაგრა გაგვიხურებს.

01:01 | 05.10.2017
federer (17) (469)

სადღაც შედგება რათქმაუნდა ჩვენი დაპირისპირება და იქ უნდა ჩადონ ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერიი
და აუცილებლად უნდა მოვუგოთ იტალიას

00:53 | 05.10.2017
რაგბი (36)

არასერიოზულია მარა რაღაც ხმები რომ ისმის მაინც კაია.
თუ სერიოზულად უდგება ამას ინგლისი ტესტს მატჩს კი არა ორიციალურ ფლეიოფს დაუჭიროს მხარი.

00:09 | 05.10.2017
ზებე (86)

ეგ თამაში დაგვინიშნონ და აუცილებლად მოვიგებთ აუცილებლად მჯერა სასწაულ თამაშს ითამაშებენ ჩვენები

23:49 | 04.10.2017
LApaata (115)

ადვილი არ იქნება იტალიის დამარცვება, მარა შეუძლებელი ჩვენი ბიჭებისათვის ნამდვილად არ არის. თუ რა თქმა უნდა მხოლოდ რომში არ გვათამაშებენ ერთ თამაშს და თან უნამუსო მსაჯს არ დაგვინიშნავენ.

22:59 | 04.10.2017
ogafa (407)

იტალიის დამარცხებით ბევრი დაგვიჭერს მხარს

22:54 | 04.10.2017
Baraka (4)

აუ ერთი ეგ მაკარონიკები მიგვასპაგეტებინა შით რომში და მეტი არაფერი მინდა

22:41 | 04.10.2017
aleqsandre1977 (8)

იტალიის დამარცხება ძალიან ძნელი იქნება, გარდა იმისა რომ არაა სუსტი გუნდი, მსაჯი მაქსიმალურად მიუდგება.

0.11807