სემ უორბარტონი შემოდგომის ტესტებს რომ გააცდენდა, ამაზე ადრეც ვწერდით. უელსის ნაკრების ექსკაპიტანს კისრის ოპერაცია გაუკეთდა და „კარდიფ ბლუზის“ ფლანკერის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე გასტანს.
შემდეგ გაირკვა, რომ უკანახაზელი გარეთ ენსკომბი ასევე გააცდენს ნაკრების მატჩებს - საზარდულის ტრავმას ნოემბრის ბოლოს თუ მოიშუშებსო. კიდევ ერთმა მესამეხაზელმა როს მორიარტიმ დაშავებული ტერფი თითქმის მოირჩინა, თუმცა რეაბილიტაცია გაიწელა, ტრავმის ხასიათიდან გამომდინარე, მოვლენების ფორსირება მიზანშეწონილი არაა და მედიკოსები უელსის ნაკრების მწვრთნელ უორენ გეტლანდს შემოდგომის ტესტებზე მორიარტის გამოძახებაზე უარის თქმას ურჩევენ.
შეგახსენებთ, რომ უელსის ნაკრებს შემოდგომი სერიის ფარგლებში 4 ტესტი ელის, მათ შორის ერთი - საქართველოს ნაკრებთან:
11 ნოემბერი. კარდიფი. „მილენიუმი“. უელსი - ავსტრალია
18 ნოემბერი. კარდიფი. „მილენიუმი“. უელსი - საქართველო
25 ნოემბერი. კარდიფი. „მილენიუმი“. უელსი - ახალი ზელანდია
2 დეკემბერი. კარდიფი. „მილენიუმი“. უელსი - სამხრეთ აფრიკა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გააღვიძეთ რაგბის კავშირი ! ! !
რაღაც წელს შესუსტებული მეჩვენაბა ჩვენი ლეგიონი, არამარტო მამუკას წასვლის გამო გარდამავალი ეტაპია თაობათა ცვლის მარა კვაჭები და ფულბეკი ნამეტანი გვიჭირს ასევე მეორე ხაზი, ინგლისში ლომიძეს და ნემსაძეს არ ათამაშებენ, ფეიქრიშვილიც იშვიათად საფრანგეთში ალხაზაშვილს არ ეძლევა შანსი, გირგაძეც არ ჩანს ტრამვის შემდეგ
"უელსი საქართველოს შესუსტებული დაუხვდება"
ჩვენც რომ თავზესაყრელად გვაქვს საკადრო პრობლემები?..