ქართული

14:29 | 28.09.2017 | ნანახია 3004 - ჯერ

ჯაბა ბრეგვაძე „კრასნი იარშია“

საქართველოს ნაკრების კვაჭ ჯაბა ბრეგვაძეს გასული სეზონის ბოლოს ინგლისურ „ვუსტერთან“ კონტრაქტი ამოეწურა და ინგლისელებმა მისი გაგრძელება არ ისურვეს. სხვათა შორის, ზაფხულში „ვუსტერი“ 19-მა მოთამაშემ დატოვა. მთელი ზაფხულის განმავლობაში ველოდით ახალ ამბებს ბრეგვაძის შესახებ და აგვისტოს მიწურულსღა გაირკვა, რომ 29 წლის ჰუკერი კარიერას დიდ 10-ში, თბილისის „ლოკომოტივში“ გააგრძელებს.

მაგრამ დრო გადიოდა, საქართველოს ჩემპიონატში 4 ტური მიილია და ჯაბა არ გამოჩენილა. გუშინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი ბურჯი სეზონს რუსეთის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გაატარებს. საუბარია „კრასნი იარის“ შესახებ.

კრასნოიარსკის ამ გუნდში თამაშობენ ბორჯღალოსანი უკანახაზელები ლაშა მალაღურაძე და გიორგი ფრუიძე, ნოვოკუზნეცკის „მეტალურგში“ იჯარიდან დაბრუნდა ბურჯი მიხეილ წიკლაური. აქვე არიან ძმები ვალერი და გრიგოლ ცნობილაძეებიც - რუსეთის ნაკრების ვეტერანები. ვალერი მალე 38 წლის გახდება და აქამდე სწორედ ის იყო „იარის“ მთავარი ჰუკერი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ახლა მას სწორედ ჯაბა ბრეგვაძე შეცვლის, მით უმეტეს, რომ კრასნოიარსკელებს ცხელი შემოდგომა ელით.

საქმე ისაა, რომ ორ კვირაში ევროპული საკლუბო ტურნირები იწყება და „კრასნი იარი“ ჩელენჯ კაპზე იასპარეზებს. ეს გუნდი მე-5 პულშია, სადაც მეტოქეებად შოტლანდიური „ედინბურგი“, ინგლისური „ლონდონ აირიში“ და ფრანგული „სტად ფრანსე“ ეყოლება. შეხსენებისთვის: „აირიშში“ ლაშა ლომიძე ირიცხება, ხოლო პარიზულ კლუბში ორი ქართველი ბურჯია - ზურაბ ჟვანია და გიორგი მელიქიძე.

„კრასნი იარი“ პირველ მატჩს „სტად ფრანსეს“ წინააღმდეგ მშობლიურ კრასნოიარსკში გამართავს და ესეც სიახლეა: აქამდე ეპკრ „კრასნი იარს“ და „ენისეის“ ევროთასების მატჩების კრასნოიარსკში გამართვის ნებას არ რთავდა...


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:32 | 29.09.2017
თორღვა პანკელი (387)

არ აღირსა არავინ ნორმალური კონტრაქტი და რაქნას ამ კაცმა? რაგბს თამაშობს მორაგბეა და ვინც დაუძახა და კონტრაქტი გაუფორმა იქ წავიდა.

16:56 | 29.09.2017
ilarioni (138)

მეც არ მესმის რატომ მიდიან ასე მასიურად რუსეთში. დავიჯერო რუსეთის ლიგა უფრო კონკურენტუნარიანი ვიდრე ჩვენი დიდი ათი. სულ ორი ციმბირული გუნდია, რომლებიც ორი თავით მაღლა დგას დანარჩენ გუნდებზე და ჩემპიონობასაც თავიდანვე ცხადია ხოლმე, რომ ან ერთი შეწვდება ან მეორე. განა რამდენს უხდიან ისეთს, რომ უღირთ იქ გადაბარგება, მართლა მაინტერესებს. თანაც იბიცაზე ხომ არ მიდიხარ, ბოლოს და ბოლოს ციმბირში მიდიხარ. ეს მოთამაშეები, ხომ ქართულ ლიგას აკლდება არა? მესმის საფრანგეთში რომ მიდიან მაგრამ რუსეთში ნაკლებად სავარაუდოა, რომ როგორც მორაგბეებს წაადგეთ იქაურ ლიგაში თამაში, გარდა მატერიალური დაინტერესებისა. ამიტომ თუ კერძო სექტორი არ გაადქტიურდა ნელ-ნელა, ვფიქრობ ქართული ლიგა რა ადგილასაც არის იქ დარჩება ბოლომდე. ეს ახალგაზრდები კი თავიდანვე გაედინებიან საფრანგეთში. ამიტომ საჭიროა კლუბების უფრო მეტად განვითარება ფინანსური თვალსაზრისით, რომ შეძლონ ელემენტარულად მოთამაშეების შენარჩუნება და არ მოხდეს მუდმივი გადინება.

16:35 | 28.09.2017
vaso8522 (9)

ჰუკერების აშკარა რეგრესია, TOP14-დან ქვედა დივიზიონში და რუსეთში გადასვლა, თან იმ ასაკში, როცა კარიერის პიკზე უნდა იყვნენ, აშკარად ცუდია

15:10 | 28.09.2017
dede (87)

ჩვები ძირითადის მორაგბეები რუსეთში რატომ უნდა თამაშობდნენ?

0.073063