ქართული

13:18 | 28.09.2017 | ნანახია 1838 - ჯერ

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა: ლიდერთა მდგომარეობა უცვლელია

ჭაბუკთა "ა" ლიგის 11-ე ტურის გამორჩეული შეხვედრა ავჭალაში გაიმართა. ფლეი-ოფის დასკვნითი საგზურისთვის მებრძოლმა "ლოკომოტივმა" მესამე ადგილზე მყარად მყოფ "იუნკერი ჩოხოსნებს" უმასპინძლა.

პირველ წრეში მეტოქე სტუმრად დამარცხებული ჰყავდა და განმეორებითი წარმატების შემთხვევაში ფლეი ოფში მოხვედრის კარგ შანსსაც ინარჩუნებდა. მიუხედავად ამისა, ‘რკინიგზელებმა’ სასწავლო პროცესის დაწყების გამო ბოლო კვირის მანძილზე სრულფოსოვანი წვრთნა ვერ მოახერხეს, რამაც თავი მატჩის პირველივე ტაიმში იჩინა. გია კურატიშვილის შეგირდები პრინციპულ მეტოქესთან მომზადებულნი ფსიქოლოგიურადაც არ აღმოჩნდნენ, რამაც კიკეთელებს გამარჯვება გაუიოლა. გატანილი ლელოს მიუხედავად, ჩვეული შემართებით ‘რკინიგზელთა’ ლიდერი რეზი ხარაზიშვილიც ვერ გამოირჩა.

ოპტიმალურ შემადგენლობას თავი დასკვნით ეტაპზე პირველად მოუყარა. გიორგი ენუქიძისა და ზურაბ მოგელაძის გუნდს მხოლოდ ტრამვირებული მიხეილ ალანია აკლდა. ალანიას არყოფნაში ჰავბეკის ფუნქციას თავი უმცროსმა ‘მეხანიკამ’, ნიკუშა ასათიანმა წარმატებით გაართვა. უნარიანად ირჯებოდა კიკეთელთა მგეზავი ლუკა კალანდაძე. ჩვეულებისამებრ მოწოდების სიმაღლეზე იყო მარბიელი იოანე იაშაღაშვილი. ყოფილი ‘ბორჯღალოსანის’ მერაბ მარჯანიშვილის ვაჟის, კოტე მარჯანიშვილის საუცხოო თამაშმა კი დამსწრე საზოგადოებას ბ-ი მერაბის მორაგბეობის წარმატებული ხანა გაახსენა.

ფრთაზე მოთამაშე, ფეხმარდმა, ტექნიკურმა და სხარტი აზროვნებით გამორჩეულმა უმცროსმა მარჯანიშვილმა და ასევე კარგ ფორმაში მყოფმა ფულბეკმა თემიკო ჭიჭინაძემ მეტოქეს დიდი პრობლემები შეუქმნეს. მართალია, ‘ლოკომოტივმა’ მეტოქეს 3 ლელო გაუტანა, თუმცა ფრთის მოთამაშეთა კარგი თამაშის ხარჯზე ‘რკინიგზელთა’ დაცვა სერიოზულ წნეხს განიცდიდა, რასაც კიკეთელთა 4 გატანილი ლელოც მოწმობს.

გაცილებით მეტი შეეძლოთ, თუმცა პრემიის აღებაზე თავი დიდად არ მოუკლავთ და გამარჯვებას 33:22 დასჯერდნენ. მარცხმა ‘ლოკომოტივს’ ფლეი ოფში მოხვედრის შანსი მკვეთრად შეუმცირა. მართალია, ‘რკინიგზელები’ სატურნირო ცხრილში ‘ყოჩ’ხულს’ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა დარჩენილ შეხვედრებში მეტოქისგან განსხვავებით გაცილებით რთული მეტოქეები ჰყავთ.

აიამ’ თანაქალაქელი ‘ბაგრატი’ თავიდან ჯეროვნად არ დააფასა. თანაც ფავორიტის დამრიგებელმა გიგა გურეშიძემ ძირითადის რამდენიმე მოთამაშე დაასვენა. პირველი ტაიმი ფიცხელი ბრძოლით გამოირჩა. ნიკოლოზ ლაღაძის შეგირდები ლიდერს შერკინებაში არაფერს უთმობდნენ. აქტიურობდა ‘ბაგრატის’ მეორეხაზელი მამია მოწონელიძე, ვინაც მატჩში პირველი ლელოც გაიტანა და თან დიდი სამუშაოც შეასრულა. ფავორიტი შესვენებაზე მხოლოდ 7-ქულიანი უპირატესობით წავიდა.

ტაიმში ‘აიამ’ ტემპს უმატა. გიგა გურეშიძემ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დავით გობეჯიშვილი მგეზავის პოზიციაზე დააბრუნა, ანდრო ახვლედიანი კი ჩვეულ ამპლუაში, ფულბეკად გაამწესა. გაშლილ თამაშში, ‘აიას’ ხელდახელ, სწრაფმა შეტევებმა მეტოქის ხაზს სერიოზული ბზარი გაუჩინა. ასევე თავი იჩინა ‘ბაგრატის’ მოკლე სათადარიგო სკამმაც (ნიკა ლაღაძეს მარქაფაში სულ 3 მორაგბე ჰყავდა). ‘აიამ’ მთლიანობაში 10 ლელო გაიტანა. ‘ჰეთ-თრიკით’ შუამარბი ნიკა წივწივაძე გამოირჩა. ‘დუბლი’ მარცხენა ბურჯმა გიგა ახალაძემ მიითვალა. ჰავბეკმა ზვიად ორმოცაძემ კი კარში შესაშური სიზუსტით ურტყა და 9 ზუსტად შესრულებული გარდასახვით მოიწონა თავი. ‘აიამ’ რიონისპირული დერბი პრემიის თანხლებით, 68:7 მოიგო და მეორე ეტაპის დამთავრებამდე 3 ტურით ადრე, მდევარ ‘ლელოსთან’ 2-ქულიან უპირატესობასაც ინარჩუნებს.

მოსალოდნელისამებრ გორში, ‘ჯიქთან’ დამაჯერებლად 73:0 მოიგო და დაგეგმილი პრემიაც აიღო. ჩემპიონმა 11 ლელო გაიტანა. ‘დუბლით’ მარჯვენა ფრთის მოთამაშე დემურ გენძეხაძე გამოირჩა. ‘ჯიქმა’ თამაშსზე ამჯერად 16 მორაგბეს მოუყარა თავი და სოლიდური სხვაობით მარცხის მიუხედავად, ფავორიტს ბოლომდე ეომა, თუმცა ბოლო ხნის უთამაშებლობით, სასურველ ფიზიკურ კონდიციებს მოკლებულ მასპინძლებს მატჩის მსვლელობისას ერთბაშად 4 მოთამაშე დაუშავდათ და გორელებმაც შეხვედრა 12 კაცის ამარა ჩაამთავრეს. შიდაქართლელთა კაპიტანმა მიშო ჩაჩავამ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მეტოქეს გარკვეული პრობლემებიც კი შეუქმნა. ‘ჯიქის’ მღლეტელს სპეციალისტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და ჩაჩავა კარგა ხანია, რაც დიდი 10-ის მოქმედი ჩემპიონის მესვეურთა თვალთახედვის არეშიც იმყოფება.

ტური რუსთავში ‘ხარებისა’ და ‘ყოჩები ხულიგანას’ დაპირისპირებით დასრულდა. თამაში უშეღავათო და თან თვალსასეირო გამოდგა. მეტოქენი ზედმეტად ნერვიულობდნენ, უამრავ უნებლიე შეცდომებს უშვებდნენ, რის გამოც ტაიმი, რაგბისთვის უჩვეულო ანგარიშით, ნულოვანი ფრით დასრულდა. იგრძნობოდა მასპინძელთა რიგებში გუნდის ლიდერის და კაპიტნის ზურა ქავთარაძის არყოფნა. 20 წლამდელთა ნაკრების კანდიდატ, მარჯვენა ფრთის მოთამაშე ქავთარაძეს დიდი 10-ის ბინადარ ‘ხარებში’ დებიუტი უკვე ჰქონდა. მართალია, მეორე ტაიმში მარბიელ ნიკა თეზელაშვილის ლელოთი სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა შემდგომში თავი იჩინა შერკინებაში ‘ხარების’ უპირატესობამ, რასაც შუამარბ ირაკლი ცაბაძის საპასუხო ლელო მოჰყვა. ბესო გაგიშვილის ზუსტმა გარდასახვამ კი ქვემოქართლელებს მნიშვნელოვანი გამარჯვება 7:5 არგუნა. გამარჯვებულთა შორის, აღსანიშნავია ფრთის მოთამაშე გიორგი გელაშვილისა და შუამარბ ლევან ნარიმანიძის კარგი თამაში. ‘ხარებმა’ ერთის მხრივ, პირველ წრეში პირწმინდა მარცხისათვის(0:27) რევანში აიღეს, პროგრამა-მინიმუმი შეასრულეს, პრაქტიკულად მეექვსე ადგილი გაინაღდეს და თან მეხუთეადგილოსან ‘ლოკომოტივს’ ცხრილში 3-ქულამდე მიუახლოვდნენ.

მორიგი ტურის ცენტრალური შეხვედრები დედაქალაქსა და კიკეთში გაიმართება. ‘ლელო’ საკუთარ არენაზე ‘ლოკომოტივს’ უმასპინძლებს. ინტერესმოკლებული არც ‘იუნკერი ჩოხოსნებისა’ და ‘ხარების’ დაპირისპირება არ უნდა გამოდგეს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085676