საერთაშორისო

15:26 | 27.09.2017 | ნანახია 2499 - ჯერ

ედინბურგის მილიონები

2017 წელს შოტლანდიის დედაქალაქმა კონტინენტური საკლუბო ტურნირების ფინალური მატჩების მასპინძლობით დიდი ფინანსური მოგება ნახა.

შაბათ-კვირას გამარტული ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ კაპის ფინალური მატჩების მასპინძლობით ედინბურგმა ჯამში 29,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოიმუშავა, რამაც ქალაქის ეონომიკაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა მოახდინა. შემოსავლების ასეთი მაღალი დონე ადასტურებს, რომ მსგავსი სპორტული ღონისძიებები დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებში.

2018 წლის ფინალებს ესპანეთის ქალაქი ბილბაო უმასპინძლებს, 2019-ში ფინალური უიქ-ენდი ინგლისურ ნიუკასლში გაიმართება. 2020 წლის ფინალების მასპინძლობის სურვილი კი ერთბაშად 20-მა ქალაქმა გამოთქვა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081094