ჩემპიონატები

15:47 | 26.09.2017 | ნანახია 1509 - ჯერ

დანბარს ექვსი კვირა გაუცდება

შოტლანდიის ნაკრების და “გლაზგო უორიორსის” შუამარბს ალექს დანბარს მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა. ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა და 27 წლის მორაგბეს ექვსკვირიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწევს.

ალექსმა დაზიანება 16 სექტემბერს, პრო 14-ის მესამე ტურში “კარდიფ ბლუზთან” გასვლაზე მოგებული (20:19) შეხვედრის 49-ე წუთზე მიიღო და პიტერ ჰორნმა შეცვალა.

გეტყვით, რომ დანბარი “გლაზგო უორსიორსის” ღირსებას 2009 წლიდან იცავს და ამ დროის განმალობაში ჩატარებულ 102 მატჩში 14 ლელოს გატანა მოახერხა. ის შოტლანდიის ნაკრებში 2012 წელს გამოჩნდა, მას შემდეგ 26 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა და მეტოქეები 6-ჯერ დაალელოვა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076338