6 ერი

14:14 | 12.02.2016 | ნანახია 1108 - ჯერ

ირლანდია პარიზში სამი ცვლილებით მიდის

ირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯო შმიდტმა, ექვსი ერის მეორე რაუნდში, პარიზის „სტად დე ფრანსეზე“ საფრანგეთთან გასამართი მატჩისთვის სამი ცვლილება განახორციელა.

პირველ ტურში ირლანდიამ უელსს უმასპინძლა და ფრედ, 16:16 ეთამაშა. ამ მატჩში ტრავმები მიიღეს საიმონ ზიბომ და კიტ ირლსმა, რამაც მწვრთნელს ცვლილებების განხორციელება აიძულა. მომავალ თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებენ რობ და დეივ ქერნები, ასევე შონ ობრაიენი. მათ შესაბამისად ზიბო, ირლსი და ოდონელი შეცვალეს.

საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრებების შეხვედრა 13 თებერვალს, თბილისის დროით 18:25 საათზე დაიწყება.

პარიზი. „სტად დე ფრანსე“. 18:25 საათი

ირლანდია: 15. Rob Kearney, 14. Andrew Trimble, 13. Jared Payne, 12. Robbie Henshaw, 11. Dave Kearney, 10. Jonathan Sexton, 9. Conor Murray, 8. Jamie Heaslip, 7. Sean O'Brien, 6. CJ Stander, 5. Devin Toner, 4. Mike McCarthy, 3. Nathan White, 2. Rory Best (c), 1. Jack McGrath.
სათადარიგოები: 16. Richard Strauss, 17. James Cronin, 18. Tadhg Furlong, 19. Donnacha Ryan, 20. Tommy O'Donnell, 21. Eoin Reddan, 22. Ian Madigan, 23. Fergus McFadden.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:38 | 12.02.2016
kommarkos (35)

მოკლედ ირლანდიის დიდი გულშემატკივარი ვარ მაგრამ რაღაცნაირად საფრანგეთის კარგი თამაშით დაბრუნებას ველოდები.

0.081085