ჩემპიონატები

10:30 | 26.09.2017 | ნანახია 1612 - ჯერ

ბილი ვუნიპოლა ოთხ თვეს გამოტოვებს

ინგლისის ნაკრების და “სარასენსის” მესამეხაზელი ბილი ვუნიპოლა ტრავმირებულია. ტონგური ფესვების მქონე მორაგბე ავივა პრემიერშიფის მეოთხე ტურში “სეილ შარქსთან” მოგებული (41:13) შეხვედრის 37-ე წუთზე დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

სრულფასოვანმა სამედიცინო გამოკვლევამ დაადგინა, რომ 24 წლის მოთამაშეს მუხლი სერიოზულად აქვს დაზიანებული, საოპერაციოა და დაახლოებით ოთხი თვე ვერ შეძლებს თამაშს.

ცნობისთვის, ვუნიპოლა “სარასენსის” ღირსებას 2013 წლიდან იცავს და ამ დროის განმალობაში ჩატარებულ 85 მატჩში 14 ლელო აქვს გატანილი. რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, ბილი ინგლისის ნაკრებში 2012 წელს გამოჩნდა, მას შემდეგ 34 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა და 4 ლელო დადო.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078963