ქართული

13:05 | 25.09.2017 | ნანახია 1393 - ჯერ

დიდი 10: არმაზი 33:12 ბაგრატი

მატჩის დებიუტში თბილისის "არმაზმა" ორი ლელო გაუშვა და 0:12 ჩამორჩა, მერე 5 ლელო გაიტანა და 33:12 მოგებით ბონუს-ქულაც ჩაიწერა.

სანამ მასპინძლები დალაგდებოდნენ, კონტრშეტევაზე ორი ლელო მიიღეს: მათ ჯერ ფეხით გადაკიდებულზე ითამაშეს უყურადღებოდ და მურმან საკანდელიძემ ლელო გაიტანა, ხოლო შემდეგ კონტრშეტევისას ჯუმბერ ბალანჩივაძემ იყოჩაღა. ზვიად ოდიშარიამ ერთი გარდასახა, მაგრამ "არმაზმა" წონასწორობა 5 წუთში აღადგინა: ჯერ ნიკა გიგაური გაექცა მცველებს მარტივად, მერე სტუმრებმა კიდევ ერთი შეცდომა დაუშვეს და და გიორგი კვესელაძის ლელო რეზი ჯინჭველაშვილმა გარდასახა - 12:12.

მეორე ტაიმის დებიუტში "არმაზმა" უპირატესობა მოიპოვა და დერეფნიდან დაწყებული კომბინაცია ნიკა წიკლაურის ლელოთი დასრულდა, ხოლო 55-ე წუთზე ბურთი ბექა გუგეშაშვილმა დაამიწა და ჯინჭველაშვილის გარდასახვის შემდეგ, ანგარიში 26:12 გახდა. "ბაგრატის" მცდელობებმა შედეგი რომ ვერ გამოიღო, "არმაზმა" საკუთარი შანსით ისარგებლა და ვაჟა თაგაურის ლელოთი ბონუსს შეწვდა, ხოლო ჯინჭველაშვილმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.070331