უცხოური

13:07 | 22.09.2017 | ნანახია 2067 - ჯერ

კანადა რუსეთის ნაკრების ექსმწვრთნელმა ჩაიბარა

რუსეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, უელსელი სპეციალისტი კინგსლი ჯონსი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი მეტოქის, კანადის ნაკრების თავკაცად დაინიშნა.

კანადა თბილისს ნოემბერში ეწვევა და საქართველოსთან ტესტ-მატჩს 11-ში გამართავს. კანადის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ ჯონსს კონკრეტული ამოცანა დაუსახა - 2019 წლის მსოფლიო თასზე მოხვედრა.

„ბედნიერი ვარ, კანადის ნაკრების გაწვრთნა რომ მანდეს. ყველა მწვრთნელის ოცნებაა უმაღლეს დონეზე მუშაობა და მსოფლიო არენაზე გამოჩენა. დიდი მადლობა კანადის რაგბის კავშირს, რადგან სწორედ მათ მომცეს ამის შესაძლებლობა. ჩვენი უმთავრესი მიზანი და პრიორიტეტი 2019 წლის მსოფლიო თასზე მოხვედრაა“, - განაცხადა 48 წლის სპეციალისტმა.

რუსეთის ნაკრებთან განშორების შემდეგ, ჯონსი კონსულტანტად „ლონდონ უელშში“ მუშაობდა, ხოლო მოგვიანებით - მწვრთნელად „დრაგონსში“. 2019 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვის კანადა ურუგვაის 2018 წლის 27 იანვარსა და 3 თებერვალს შინ და გარეთ შეხვდება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:00 | 22.09.2017
BEERTRANCE (1073)

ამ პიტალოს რო აიყვან, ესე იგი ამბიციები არ გქონია.

21:27 | 22.09.2017
ogafa (407)

+

16:45 | 22.09.2017
buratino (480)

მართლაც რომ პიტალოა, თუმცა კანადა მაინც ფავორიტი მგონია ურუგვაისთან

0.089169