ტურნირები

19:27 | 21.09.2017 | ნანახია 1813 - ჯერ

სასკოლო რაგბიდან ბონის ფესტივალზე

‘მსოფლიო რაგბის’ პროექტის - ‘ჩაერთე რაგბში’-ს (Get into Rugby) გამარჯვებული, 192-ე სკოლის გუნდი გერმანიაში, ბონის ფესტივალზე მიდის.

საქართველოში ამ პროექტის განხორციელება შარშან დაიწყო და მისი მიზანი რაგბის პოპულარიზაცია, მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და მათი პიროვნული თვისებების განვითარებაა. ‘ჩაერთე რაგბში’ სამ ფაზას მოიცავს: ცადე, ითამაშე და დარჩი რაგბში. საქართველო „ცადე“ ეტაპზეა, რომელიც ბავშვებისთვის რაგბის ფასეულობებისა და ძირითადი სათამაშო პრინციპების გაცნობას მოიცავს.

განათლების სამინისტროს თანადგომით დაწყებულ პროექტში 118 სკოლა ჩაერთო, ‘ნატახტარის ლომონათის სასკოლო თაგ-რაგბის ფესტივალში’ კი, 53 სკოლის გუნდმა მიიღო მონაწილეობა. დასკვნითი ეტაპი 14 მაისს, დიდი 10-ის ფინალის დღეს, ხოლო გადამწყვეტი შეხვედრა უშუალოდ ფინალური მატჩის შესვენებისას გაიმართა და გამარჯვებული 192-ე სკოლის გუნდი გახდა.

თავიდანვე ითქვა, რომ ფესტივალის გამარჯვებული გუნდი შემოდგომაზე ევროპის რომელიმე ქვეყანაში გაემგზავრებოდა და ხვალ გამთენიას 192-ე სკოლის გუნდი - 12 მოთამაშე (10 ვაჟი და 2 გოგონა), მათი ფიზკულტურის მასწავლებელი და ინსტრუქტორი, გერმანიაში, ქალაქ ბონში 4 დღით მიემგზავრება.

„ნატახტარის ლიმონათის სასკოლო თაგ-რაგბის გამარჯვებული გუნდი ბონში, შემეცნებით-სპორტულ ღონისძიებაზე მიემგზავრება. ამ 4 დღის განმავლობაში ბავშვები უამრავ სიახლეს ეზიარებიან და მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივ ფესტივალში, რომელიც ასევე თაგ-რაგბიში გაიმართება (უკონტაქტო და სრულიად უსაფრთხო, არიდების თამაში). ქართველი ბავშვები გაეცნობიან გერმანულ კულტურას, ეზიარებიან რაგბის ფასეულობებს და რაც მთავარია დაინახავენ, რომ სწავლასა და სპორტს შორის არჩევანის გაკეთება საჭირო არაა. თავისუფლად შეიძლება, რომ მოზარდი ერთდროულად იყოს წარმატებული როგორც სწავლაში, ასევე სპორტში“ - ამბობს რაგბის ასოციაციის პრეზიდენტი და ამ პროექტის ხელმძღვანელი გიორგი კაჭარავა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:27 | 22.09.2017
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

08:34 | 22.09.2017
ogafa (407)

წარმატებები

0.090107