უცხოური

12:51 | 21.09.2017 | ნანახია 3395 - ჯერ

უელსი - შოტლანდია 74,9:50

დაახლოებით ერთი თვის წინ www.worldrugby.ge წერდა, რომ შოტლანდიის რაგბის კავშირმა გასული სეზონის განმავლობაში სარეკორდო თანხა - 50 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოიმუშავა. მაგრამ ახლა უკვე უელსის რაგბის კავშირმა გაასაჯაროვა ფინანსური კალკულაცია და გაირკვა, რომ 2016 წელს ამ ორგანიზაციის სუფთა შემოსავალმა 74,9 მილიონს მიაღწია.

ეს მით უფრო გასაოცარი ფაქტია, თუ გავითვალისწინებთ, რომ კავშირმა ინვესტიციების მოცულობა 33,1 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე გაზარდა და გარდა ამისა, რაგბის კლუბ „დრაგონსის“ აქციათა საკონტროლო პაკეტიც შეიძინა, რაც 5,5 მილიონად დაუჯდა.

ხეირიან სპონსორულ კონტრაქტებს თავი რომ დავანებოთ, სახეზეა რაგბისადმი ინტერესის ზოგადი ზრდა. ეს პროცესი ყველა კომერციული მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორისაა გაყიდული ბილეთების რაოდენობა, ტელეტრანსლაციებზე უფლებები და სარეკლამო კამპანიები.

სასპონსორო კონტრაქტები ვახსენეთ და ამ მხრივ აშკარად გამოირჩევა იაპონურ ავტოკონცერნ „Isuzu“-სთან დადებული 4-წლიანი ხელშეკრულება. მოკლედ, უელსის რაგბი ინტენსიურად მდიდრდება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:05 | 21.09.2017
ogafa (407)

გვარიანად ხარჯავენ

13:40 | 21.09.2017
dinamo222 (692)

და ამაათან ვაპირებთ გაჯიბრებას ჩვენი კაპიკებით ? DD

0.0742