საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-4 ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს „მონპელიე“ და „ტულონი“ შეხვდნენ - მამუკა გორგოძის ყოფილი და ახლანდელი კლუბები. მონპელიელებმა მშობლიურ „ალტრადზე“ ერთობ სოლიდური სხვაობით იმარჯვეს - 43:20, მაგრამ როგორც ჩვენს გუშინწინდელ მიმოხილვაშიც ვახსენეთ, ამ მატჩის საკვანძო და გადამწყვეტი ეპიზოდი 63-ე წუთზე დაფიქსირდა. რეფერიმ მამუკა გორგოძე მაღალი ბოჭვისთვის გაასინბინა და იმ მომენტში მასპინძლები მინიმალური ანგარიშით იგებდნენ - 24:20, ქართველის მოსაკლისების შემდეგ კი ტულონელები გატყდნენ და წააგეს კიდეც.
ქართველი მეორეხაზელის გაძევებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. სპეციალისტთა ერთი ნაწილის აზრით, გორგოძე ყვითელ ბარათს არ იმსახურებდა. საქართველოს ნაკრების ექსკაპიტანმა მატჩის შემდეგ თავადაც ვერ დამალა გაკვირვება.
ფაქტია, რომ ტოპ 14-ის მსაჯები გორგოძეს ხშირად აჯარიმებენ მაღალი ბოჭვებისთვის (როგორც ეს „მონპელიესთან“ მატჩში მოხდა) და მხრებით ბოჭვისგან გათავისუფლებისთვის („კლერმონთან“ შეხვედრაში).
„რატომ ხდება ასე?“ - ჰკითხეს მამუკას ჟურნალისტებმა? ქართველმა ვარსკვლავმა უპასუხა, რომ მას არ აქვს ახსნა მის მიმართ მსაჯების ასეთი სიმკაცრისა. მისი თქმით, ახლო წარსულში ბაქის ბოთა გაცილებით ხისტად აკეთებდა იგივეს, რაშიც ახლა მას სდებენ ბრალს, და სამხრეთაფრიკელის დასჯა არავის მოსდიოდა აზრად.
„რასაც მე არ მპატიობენ, ბაქის ბოთა ათჯერ მეტს აკეთებდა და ვერ ვიხსენებ, ვინმეს ხმა ამოეღოს“, - დაიჩივლა გორგოძემ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩემი აზრით დამსახურებული ყვითელი იყო, თან იმასაც თუ გავითვალიწინებთ, რომ გაფრთხილებული ყოფილა უკვე. მხრებს ზემოთ ითვლება მაღალი ბოჭვა, თან კარგად დაიქნია, გასაგებია განზრახვა და რამე არ იყო. თუმცა მსაჯთან, ვფიქრობ, სასაყვედურო არაფერია
დურაქი იყო ის მსაჯი @ მე ვუყურე მაგ თამაშს და არანაირი მაღალი ბოჭვა არ იყო ოდნავ მოხვია ხელი კისერზე თანაც მხრებზე წავიდა მამუკა და იმან დაყვინთა და ამიტომ შეეხო კისერზე !
მამუკა გორგოძემ მგონი თმები გადაინერგა ხომ?
ამ ვიდეოში კარგად ჩანს უკან თხემზე ზოლად მონიშნული აქვს
ნეტავ ჰეალაინში თუ თალიზში
იმედი მაქვს კარგი შედეგი ექნება და ქოჩორი დაუბრუნდება მაქსიმუმ 1 წელში
მამუკა ქართველობას გვეიმედები მუდამ ! ! !