"ლა როშელის" სამწვრთნელო შტაბი, რომლის შემადგენლობაში ბორჯღალოსანი აქვსენტი გიორგაძეც შედის, ტოპ 14-ის 2016/2017 წლების სეზონში საუკეთესოდ დასახელდა.
"ლა როშელმა" გასული სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და რეგულარული გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულა.
ქუთაისის "აიას" აღზრდილმა კვაჭმა სახელი ტოპ 14-ის "კასტრში" თამაშით გაითქვა, სადაც 6 წელი გაატარა. მანამდე ის იტალიურ "როვიგოში" თამაშობდა, ხოლო 2011/2012 წელს - ტოპ 14-ის ყველაზე ტიტულოვან კლუბ "ტულუზაში".
მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, გიორგაძე 2012-2015 წლებში საფრანგეთის ნაკრების კვაჭების მწვრთნელი იყო. ამავე პერიოდში ის "ლა როშელის", "ტულუზასა" და "კოლომიეს" კვაჭებს ავარჯიშბდა. 2015 წლიდან ის "ლა როშელის" სამწვრთნელო შტაბის სრულფასოვანი წევრი გახდა და დღემდე ამ გუნდის შერკინების მწვრთნელია.
აქვსენტი გიორგაძეს ბორჯღალოსანთა კვართით 64 კეპი აქვს მოხვეჭილი, მის ანგარიშზე 11 ლელოა.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გაიხარე ავქსენტი ! ! !