ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, სტივ ჰანსენის გადაწყვეტილებით, გუნდის რამდენიმე ლიდერს რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) მეხუთე ტურის მატჩში დასვენების საშუალება მიეცემა.
58 წლის სპეციალისტი არგენტინაში 6 წამყვან მოთამაშეს არ იახლებს. შინ დარჩებიან და “შავებს” სამხრეთ აფრიკასთან მატჩისთვის შეუერთდებიან: მხტომელები სემიუელ უაითლოქი და ბროდი რეტალიკი, მესამეხაზელები სემ კეინი და ლიამ სქუეარი, უკანახაზელები ბიოდენ ბარეტი და რაიან კროტი.
მათ ნაცვლად ჰანსენმა რაგბი ჩემპიონშიპის განაცხადს 5 მოთამაშე დაამატა: ბურჯი ჯეფრი ტულაგა-ალენი, მხტომელი პატრიკ ტუიპულოტუ, მესამეხაზელები ჯერომე კაინო და მეტ ტოდი და შუამარბი დევიდ ჰავილი. გარდა ამისა, მიმდინარე 4 ერში, შესაძლოა. პირველად ითამაშოს ვაისაკე ნაჰოლომ, რომელიც საერთო განაცხადში თავიდანვე იყო შეყვანილი, თუმცა ჯერჯერობით თამაშის საშუალება არ მისცემია.
“ოლ ბლექსი” არგენტინაში 28 მოთამაშეს იახლებს:
უკანა ხაზი
ტავერა კერ-ბარლოუ, ტიჯეი პერენარა, აარონ სმიტი, ლიმა სოპოაგა, ენტონ ლინერტ-ბრაუნი, ნგანი ლაუმაპე, სონი ბილ უილიამსი, დევიდ ჰავილი, რიეკო იოანე, დამიან მაკკენზი, ნეჰე მილნერ-სკადერი, ვაისაკე ნაჰოლო;
შერკინება
უაიტ კროკეტი, კეინ ჰემესი, ნეპო ლაულალა, ჯეფრი ტულაგა-ალენი, ოფა ტუ’უნგაფასი, დენ კოულსი, კოდი ტეილორი, ნათან ჰარისი, სკოტ ბარეტი, ლუკ რომანო, პატრიკ ტუიპულოტუ, ვაეა ფიფიტა, ჯერომე კაინო, კირან რიდი (კაპიტანი), არდი სავეა, მეტ ტოდი.
არგენტინისა და ახალი ზელანდიის ნაკრებთა შეხვედრა 30 სექტემბერს გაიმართება.
V ტური, 30 სექტემბერი
სამხრეთ აფრიკა – ავსტრალია
არგენტინა – ახალი ზელანდია
VI ტური, 7 ოქტომბერი
სამხრეთ აფრიკა – ახალი ზელანდია
არგენტინა - ავსტრალია
სატურნირო მდგომარეობა
1. | ახალი ზელანდია | 4 | 4 | 0 | 0 | 185:85 | 19 | |
2. | სამხრეთ აფრიკა | 4 | 2 | 1 | 1 | 101:118 | 11 | |
3. | ავსტრალია | 4 | 1 | 1 | 2 | 131:132 | 8 | |
4. | არგენტინა | 4 | 0 | 0 | 4 | 80:162 | 0 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაინც მოიგებენ
14 კაცით მაინც ითამაშონ, მუღამი მიეცეს თამაშს.