საერთაშორისო

10:18 | 16.09.2017 | ნანახია 2312 - ჯერ

ინგლისმა 2018 წლის ტესტები დაადასტურა

2018 წლის ნოემბერს რაგბის გულშემატკივარი ამჟამად მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდის დაპირისპირებას იხილავს. ინგლისის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “წითელი ვარდები” მომავალი წლის 10 ნოემბერს “თვიქნემ სთედიუმზე” ახალი ზელანდიის ნაკრებს უმასპინძლებენ. ეს ნაკრებები 2014 წლის შემდეგ ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

“ოლ ბლექსთან” შეხვედრის გარდა, ინგლისი 2018 წლის ნოემბერს კიდევ სამ საშინაო მატჩს ჩაატარებს. 3 ნოემბერს სამხრეთ აფრიკას უმასპინძლებენ, 17-ში იაპონიას, ხოლო 24-ში ავსტრალიას დაუხვდებიან.

რაც შეეხება ივნისის ტესტებს, ედი ჯონსის გუნდი მომავალ ზაფხულს სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან სამ საგარეო შეხვედრას ჩაატარებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084439