გასაკვირია, მაგრამ ფაქტია: თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მესამეხაზელი ჯასტინ ტიპურიკი მშობლიურ უელსში პირველად დასახელდა წლის საუკეთესო მოთამაშედ.
„ოსპრეიზისა“ და ეროვნული ნაკრების 29 წლის ფლანკერმა გამოკითხვაში 2 ხმით აჯობა უახლოეს კონკურენტს, ეს უკანასკნელი კი „სკარლეტსისა“ და უელსის ნაკრების კვაჭი კენ ოუენსი გახლავთ.
ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბედ იგივე „სკარლეტსის“ 23 წლის უკანახაზელი სტეფან ევანსი გამოცხადდა, ვისაც წლეულს უელსის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია