საერთაშორისო

22:50 | 14.09.2017 | ნანახია 2225 - ჯერ

რაგბი ჩემპიონშიპი: “ოლ ბლექსი” და “ქურციკები” დაირაზმნენ

რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) 2017 წლის გათამაშების მეოთხე ტურის მატჩისთვის ახალი ზელანდიის და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებმა შემადგენლობები გამოაქვეყნეს.

“ოლ ბლექსის” მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა, რომელმაც არგენტინასთან მოგებულ (39:22) მატჩში რამდენიმე მოთამაშეს დასვენების საშუალება მისცა, ამჯერად, ბურჯის პოზიციას თუ არ ჩავთვლით, უძლიერეს შემადგენლობას მოუყარა თავი. “შავები” ნახსენებ ამპლუაზე ტრავმების გამო, ჯო მუდს და ოუენ ფრენკსს მოისაკლისებენ.

ჰანსენის გადაწყვეტილებით, განაცხადში ვერ მოხვდა წინა მატჩის ერთ-ერთი გმირი ვაეა ფიფიტა, რომლის პოზიციაზე კვლავ ლიამ სქუეარი ითამაშებს. სამაგიეროდ, ძირითად შემადგენლობაში დარჩა ნეჰე მილნერ-სკადერი, რომელიც “ოლ ბლექსს” ორწლიანი პაუზის შემდეგ გატანილი ლელოთი დაუბრუნდა.

“ოლ ბლექსის” შემადგენლობა ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი

15. დამიან მაკკენზი (5 კეპი), 14. ნეჰე მილნერ-სკადერი (9), 13. რიან კროტი (29), 12. სონი ბილ უილიამსი (39), 11. რიეკო იოანე (6), 10. ბიოდენ ბარეტი (56), 9. აარონ სმიტი (64);

შერკინება

1. კეინ ჰემესი (2), 2. დენ კოულსი (51), 3. ნეპო ლაულალა (6), 4. ბროდი რეტალიკი (67), 5. სამუელ უაითლოკი (90), 6. ლიამ სქუეარი (10), 7. სემ კეინი (47), 8. კირან რიდი (კაპიტანი, 103);

მარქაფა

16. კოდი ტეილორი (22), 17. უაიტ კროკეტი (64), 18. ოფა ტუ’უნგაფასი (7), 19. სკოტ ბარეტი (10), 20. არდი სავეა (19), 21. ტიჯეი პერენარა (36), 22. ლიმა სოპოაგა (10), 23. ენტონ ლინერტ-ბრაუნი (16);

სამი ცვლილებაა სამხრეთ აფრიკის შემადგენლობაში. ტრავმირებულ ბურჯს კოენიე ოოსტზუიენს რუან დრეიერი ჩაანაცვლებს, მხტომელის პოზიციაზე პიტერ-სტეფ დუ ტოის ნაცვლად ფრანკო მოსტერტი ითამაშებს, რომელსაც წინა მატჩში დასვენების საშუალება მიეცა, ხოლო მესამე ხაზში იაკო კრიელს ჟან-ლუკ დუ პრეზი შეცვლის.

ალისტერ კუციას არჩევანი ასეთია:

უკანა ხაზი

15. ადრიეს კუცია (6 კეპი), 14. რეიმონდ რულე (6), 13. ჯესი კრიელი (22), 12. იან სერფონტეინი (32), 11. ქორნალ სკოსანი (6), 10. ელტონ იანტისი (17), 9. როს კრონიე (4);

შერკინება

1. ტენდაი მტავარირა (93), 2. მალკოლმ მარქსი (8), 3. რუან დრეიერი (1), 4. ებენ ეცებეთი (კაპიტანი, 60), 5. ფრანკო მოსტერტი (12), 6. სიია კოლისი (22), 7. ჟან-ლუკ დუ პრეზი (7), 8. უზაირ კასიემი (4);

მარქაფა

16. ბონგი მბონამბი (16), 17. სტივენ კიტსჰოფი (16), 18. ტრევონ ნიაკანე (31), 19. ლუდ დე იახერი (30), 20. პიტერ-სტეფ დუ ტოი (26), 21. ფრანსუა ჰუგაარდი (45), 22. ანდრე პოლარდი (20), 23. დამიან დე ალენდე (24).

შეგახსენებთ, რომ ახალი ზელანდიის და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები ერთმანეთს 16 სექტემბერს ოკლენდის ერთ-ერთ გარეუბან ალბანიში, “ნორს ჰარბორ სთედიუმზე” დაუპირისპირდებიან. შეხვედრა საქართველოს დროით 11 საათსა და 35 წუთზე დაიწყება.

2017 წლის რაგბი ჩემპიონშიპის კალენდარი:

I ტური, 19 აგვისტო

ავსტრალია – ზელანდია 34:54
სამხრეთ აფრიკა – არგენტინა 37:15

II ტური, 26 აგვისტო

ახალი ზელანდია – ავსტრალია 35:29
არგენტინა – სამხრეთ აფრიკა 23:41

III ტური, 9 სექტემბერი

ახალი ზელანდია – არგენტინა 39:22
ავსტრალია – სამხრეთ აფრიკა 23:23

IV ტური, 16 სექტემბერი

ახალი ზელანდია – სამხრეთ აფრიკა
ავსტრალია – არგენტინა

V ტური, 30 სექტემბერი

სამხრეთ აფრიკა – ავსტრალია
არგენტინა – ახალი ზელანდია

VI ტური, 7 ოქტომბერი

სამხრეთ აფრიკა – ახალი ზელანდია
არგენტინა - ავსტრალია

სატურნირო მდგომარეობა

1.

ახალი ზელანდია

3

3

0

0

128:85

14

2.

სამხრეთ აფრიკა

3

2

1

0

101:61

11

3.

ავსტრალია

3

0

1

2

86:112

3

4.

არგენტინა

3

0

0

3

60:117

0


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:22 | 14.09.2017
geogoli (367)

მჯერა რო აფრიკა დააგორებს ავსტრალიას. მერე წესით ზელანდიასაც უნდა შეუქმნას პრობლემები, მარა მოგებით ალბათ ვერ მოუგებს

0.079147