ავსტრალიელმა მილიარდერმა ენდრიუ ფორესტმა სუპერ რაგბის ალტერნატიული ლიგა შექმნა. ეს კი არა, Indo-Pacific Rugby Championship-ის პირველი ტურის გამართვის თარიღიც კი გამოცხადდა. ამ სახელწოდების ჩემპიონატი სტარტს 2018 წლის 13 აგვისტოს აიღებს.
სადებიუტო სეზონში მონაწილეობას 6 გუნდი მიიღებს, რომელთაგან ერთ-ერთია სუპერ რაგბიდან გარიცხული „ვესტერნ ფორსი“, დანარჩენები მონაწილეები კი ჯერჯერობით არ სახელდებიან.
ტურნირისადმი ინტერესი 20-მა ქვეყანამ გამოამჟღავნა, მაგრამ ფორესტი არ ჩქარობს და ყველასთვის კარის გაღებას ჯერჯერობით არ აპირებს - აქაოდა, კონკურენტუნარიანობა უზენაესიაო.
ენდრიუ ფორესტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სამშობლოში ავსტრალიელი მორაგბეების დაბრუნებაა. საგულისხმოა ისიც, რომ ავსტრალიის რაგბის კავშირმა ამ პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა და ფინანსურ დახმარებასაც დაპირდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საინტერესო იქნება.