დიდი 10

11:42 | 10.09.2017 | ნანახია 1429 - ჯერ

დიდი 10 | აკადემია 18:23 აია

ქუთაისის ‘აიამ’ თბილისის ‘ აკადემიას’ ავჭალაში 23:18 სძლია. სტუმრებმა ანგარიში მე-16 წუთზე გახსნეს: თორნიკე მანაგაძემ ცენტრალური ხაზის სიახლოვეს გადაცემა ჩაჭრა და ძელებსშუამდე ირბინა, ხოლო გიორგი ბაბუნაშვილმა კარის წინიდან გარდასახა. ‘აკადემიამ’ 23-ე წუთზე უპასუხა, მეტოქის 22-ში დერეფნიდან შეუტია, მორკინალების ორი მიძალების შემდეგ ბურთი ხაზზე გაიტანა, ანზორ სიჭინავამ ორი მბოჭავი კონტაქტით ჩამოიშორა და ლელოს მიწვდა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მერე ბაბუნაშვილმა და დავით მოძღვრიშვილმა ჯარიმები გაცვალეს, სულ ბოლოს ‘აიას’ მგეზავმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და ქუთაისელებმა ტაიმი 13:8 მოიგეს.

მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და უპირატესობა გაზარდეს, ლელო მიხეილ გორგასლიძემ გაიტანა და ბაბუნაშვილმა გარდასახა. მოძღვრიშვილმა ჯარიმით 53-ე წუთზე უპასუხა, თუმცა 6 წუთში ბაბუნაშვილმა ‘აიას’ 12-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა. ‘აკადემიამ’ მოინდომა და ეს მონდომება 75-ე წუთზე დაუფასდა, ირაკლი ლუარსაბიშვილმა მარჯვენა ალამთან ლელო გაიტანა, ხოლო მოძღვრიშვილმა გარდასახა და სხვაობა 5 ქულამდე დაიყვანა.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა, ‘აიამ’ მეტოქე 23:18 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ‘აკადემია’ ამჯერადაც ნუგეშის ქულას დასჯერდა.

საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.07786