ტურნირები

23:02 | 9.09.2017 | ნანახია 3427 - ჯერ

18 წ. 7-კაცა | ორი მოგებით მეოთხედფინალში
მეორე დღეს ინგლისით ვიწყებთ

საქართველოს 18-წლამდელთა 7-კაცამ, ჰაიდელბერგში (გერმანია) მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ორი შეხვედრა მოიგო და თასის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ინგლისი იქნება.
ჩვენი 18-წლამდელებიევროპის ჩემპიონატზე პირველად თამაშობენ და სადებიუტო შეხვედრაში მოქმედ ჩემპიონ ირლანდიას შეხვდნენ. გამოცდილი მეტოქე პირველ ტაიმში ორი გარდასახული ლელოთი დაწინაურდა, ხოლო შესვენების შემდეგ მესამეც გაიტანა - 0:19.
საქართველომ კარგი, ხელდახელ იერიშით უპასუხა და ტურნირის პირველი ქართული ლელო ლაშა ლომიძემ მიითვალა, ხოლო თედო აბჟანდაძემ გარდასახა. ირლანდიელთა მეოთხე ლელოს შეხვედრის მიწურულს თეიმურაზ ჭიჭინაძემ უპასუხა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 12:26.
მეორე შეხვედრა მასპინძელ გერმანიასთან გვქონდა და 0:12 ჩამოვრჩით, თუმცა ამის შემდეგ გუნდი დალაგდა, გიორგი მიქანაძემ და თემურ ჭიჭინაძემ ორი საპასუხო ლელო გაიტანეს და ტაიმი მხოლოდ გარდასახვით დავთმეთ - 10:12.
მეორე ტაიმში საქართველომ ტემპს მოუმატა, 3 ლელო გაიტანა და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა: მატჩის განახლებისთანავე გიორგი მარგალიტაძის ლელოთი დავწინაურდით და ამჯერად აბჟანდაძემაც გარდასახა; მერე თედომ ხაზი გაჭრა და მარგალიტაძემ მეორე ლელო მიითვალა; ხოლო კონსტანტინე მარჯანიშვილის ლელომ და აბჟანდაძის გარდასახვამ საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 29:12.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში აუტსაიდერ ლუქსემბურგს პირველსავე ტაიმში 4 ლელო გავუტანეთ (26:7). გუნდი მეორე ტაიმში მოეშვა და მეტოქემ ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანა, თუმცა ბიჭებმა კვლავ მოინდომეს და ლუქსემბურგს საბოლოოდ 40:19 სძლიეს.
ჩვენმა მომავალმა მეტოქე ინგლისმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მან იტალია 21:0 დაამარცხა, ესპანეთს 21:14 სძლია, ხოლო ლიტვა 50:0 გაანადგურა. საქართველოსა და ინგლისის ნაკრებების შეხვედრა თბილისის დროით 13:42 საათზე დაიწყება.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:54 | 10.09.2017
არჩილ სოხუმელი (484)

საქართველომ დაიკავა მე-7 ადგილი. მე-7 ადგილისათვის თამაშში ჩვენმა მორაგბეებმა დაამარცხეს რუმინელი თანატოლები. საქართველო - რუმინეთი 26 (19) - (0) 14
მანამდე მეოთხედფინალში ჩვენი მორაგბეები დამარცხდნენ ინგლისელ თანატოლებთან. საქართველო - ინგლისი 12 (5) - (0) 19 , შემდეგ მე-5-8 ადგილებისათვის თამაშში დავმარცხდით პორტუგალიელ თანატოლებთან. საქართველო - პორტუგალია 24 (12) - 29 (19)

Грузия напоследок обыграла Румынию
В матче за 7-е место чемпионата Европы U18 по регби-7 грузинские регбисты взяли верх над румынскими.
Задел для победы подопечные Леавана Оболадзе сделали в первом тайме, выиграв его всухую 19:0. Вторую половину встреча осталась за «дубами» 14:7, но это не помогло Румынии добыть поеду.
Румыния (0) 14:26 (19) Грузия
0?'>https://rugger.info/news/16096':'>https://rugger.info/news/16096'))
---------------------------------------------------------
Португалия дожала Грузию
В полуфинале за 5-8-е места юниорского первенства Европы по регби-7, грузины уступили португальцам.
В первом тайме португальцы сделали весомый задел – 19:0. Однако ещё до перерыва подопечные Левана Оболадзе отыграли 12 очков, а в начале второго тайма сравняли счёт (19:19).
Португальцы быстро вновь вышли вперёд (24:19), но Грузия во второй раз в матче восстановила паритет (24:24). Тем не менее, последнее слово осталось за Португалией. Регбисты из самой западной сраны Европы на заключительных секундах попыткой по краю вырвали победу.
Португалия (19) 29:24 (12) Грузия
----------------------------------------------------------
Грузия не выстояла против Англии
В четвертьфинале чемпионата Европы U18 по регби-7 юные «Лелос» уступили британцам.
Первый тайм целиком и полностью остался за подопечными Левана Оболадзе. Грузины занесли попытку и не позволили создать сопернику ни одного опасного момента. После перерыва англичане постепенно перехватывали инициативу и заносом с реализацией вышли вперёд (7:5).
Концовка получилась феерической. На последней минуте родоначальники регби занесли попытку (12:5). Но Грузия не сдалась. «Лелос» отыграли начальный удар и провели атаку, в ходе которой один из британцев за «огнетушитель» получил жёлтую карточку. В большинстве дружина Оболадзе занесла по краю (10:12). Всё решала сложная реализация. От напряжения некоторые грузинские игрок даже отвернулись. Но бьющий не смазал, послав мяч точно над перекладиной (12:12).
В овертайме грузинские регбисты допустили чересчур много потерь мяча, и подсели физически. Британцы воспользовались этим, организовав победный занос.
Англия (0) 19:12 (5) Грузия
0?'>https://rugger.info/georgia/news/16088':'>https://rugger.info/georgia/news/16088'))

20:55 | 10.09.2017
არჩილ სოხუმელი (484)

stripslashes((strlen('https://rugger.info/georgia/news/16090')>0?'https://rugger.info/georgia/news/16090':'https://rugger.info/georgia/news/16090'))

10:53 | 10.09.2017
პანტელეიმონი (1218)

არ დანებდეთ ბიჭებო, წარმატებას გისურვებთ ! ! !

0.08322