7-კაცა

14:46 | 9.09.2017 | ნანახია 1815 - ჯერ

2 ლელო ჩემპიონთან

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე (საქართველო პირველად თამაშობს) თავისი პირველი შეხვედრა გამართა და მოქმედ ჩემპიონ ირლანდიას 2 ლელო დაუდო, თუმცა გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - 12:26.

პირველ ტაიმში 2 უპასუხო ლელო მივიღეთ, მეორეს დასაწყისში - მესამე, რაზეც კარგი, ხელდახელ იერიშით ვუპასუხეთ და 18-წლამდელთა 7-კაცას ევროპის ჩემპიონატზე პირველიი ქართული ლელო ლაშა ლომიძემ გაიტანა, ხოლო თედო აბჟანდაძემ გარდასახა. შეხვედრის მიწურულს თეიმურაზ ჭიჭინაძემ მეორე ლელო გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველო მასპინძელ გერმანიას 17:30 საათზე დაუპირისპირდება.

საქართველოს რაგბის აკადემია


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:15 | 09.09.2017
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებთ ბიჭებო ! ! !

0.076968